წელი: 2019

ჩვენ ერთად დავასრულებთ

ჟანრი: დრამა / კომედიური

რეჟისორი: გიომ კანე

როლებში: ფრანსუა კლიუზე, მარიონ კოტიარი, ჟილ ლელუში, ლორან ლაფიტი, ბენუა მაჟიმელი, პასკალ არბიო, კლემენტინ ბაერტი, ვალერი ბონეტონი, ხოსე გარსია

შვიდი წლის წინ, მეგობართა ჯგუფი ერთ-ერთი მათგანის – მაქსის სანაპირო საზაფხულო სახლში შეიკრიბნენ, სადაც ერთმანეთთან შოკისმომგვრელი აღიარებების სერია შეკრებილთა შორის ურთიერთობების შეწყვეტას გამოიწვევს. წლების გასვლის შემდეგ ისინი კვლავ ხვდებიან, რათა იმ სახლში წავიდნენ და მის იუბილეზე მაქს გრანდიოზული სიურპრიზი მოუწყონ. მაგრამ მაქსი მარტო ყოფნაზე ოცნებობდა და აღმოჩნდება, რომ სულაც არ ახარებს მათი დაუპატიჟებლად გამოჩენა, და თან წლების წინ მისი გული გათელეს და სულში ჩააფურთხეს.

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2018

გამცემლობა დამწყებთათვის

ჟანრი: დრამა / ისტორიული / ტრილერი

რეჟისორი: ერ ფლიუ

როლებში: ტეო ჯეიმსი, ბელჩიმ ბილგინი, ბენ კინგსლი, ჟაკლინ ბისეტი, როსიფ საზერლენდი, ბრაიან მარკინსონი, რეიჩელ უილსონი, შონა მაკდონალდი, დანიელა ლავენდერი, ეიდან დივაინი

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული პოლიტიკური თრილერი ახალგაზრდა და ენთუზიაზისტ აქტივისტზე სახელად მაიკლი, რომელიც ომის შემდეგ ერაყში გაეროს ჰუმანიტარულ პროგრამას შეუერთდება, რომლის ტერიტორიებს სახელმწიფო აგენტები და ძლიერი ნავთობკომპანიების წარმომადგენლები ნაწილებად ფლეთენ. ადგილზე ჩასული მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ კარგი საქმეების უკან კორუფციული შეთქმულებები დგას და რაც უფრო მეტს გებულობს მაიკლი გარემო რეალობის შესახებ, მით უფრო ძლიერია ეჭვი უმაღლესი დონის მზაკვრულ შეთქმულებაზე…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2019

მიდსომარი

ჟანრი: დრამა / საშინელება / ტრილერი

რეჟისორი: არი ასტერი

როლებში: ფლორენს პიუ, ჯეკ რეინორი, ვილჰელმ ბლომგრენი, უილიამ ჯეკსონ ჰარპერი, უილ პოულტერი, ელორა ტორჩია, არჩი მადეკვე,ჰენრიკ ნორლენი, გუნელ ფრედი, იზაბელ გრილი

დრამატული ჰორორი ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომლებიც შვედეთში გამგაზავრებას გადაწყვეტენ. იქ ისინი დასვენებას და იზოლირებულ სოფელში მცხოვრები მათი ძველი მეგობარის მონახულებას აპირებენ, სადაც ლეგენდარული “მიდსომარის” ფესტივალი უნდა გაიმართოს – ზაფხულის ბუნიობასთან დაკავშირებული უჩვეულო ტრადიცია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაობლებულ ახალგაზრდა მთავარ გმირში შფოთვის და შიშის გრძნობას გამოიწვევს, რადგან მალე ცხადი გახდება, რომ ფესტივალი სინამდვილეში ადგილობრივი წარმართული ოკულტიზმის თავშესაფარია, რომელსაც უღმრთო კულტი სწრაფადვე სულ უფრო სასტიკ და სისხლიან რიტუალად გადააქცევს. ხოლო ახალგაზრდა გმირებს სიცოცხლისთვის ჯოჯოხეთური ბრძოლა მოუწევთ…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2019

კოლინის საქმე

ჟანრი: დრამა / კრიმინალური / ტრილერი

რეჟისორი: მარკო კროიცპაინტერი

როლებში: ფრანკო ნერო, ალეკსანდრა მარია ლარა, ელიას ემბარეკი, იანისი ნივიონერი, ჰანეს ვეგენერი, ჰაინერ ლაუტერბახი, სტეფანო კასეტი, მანფრედ ცაპატკა, პია სტუტცენშტაინი, ეკსელ მუსტაში

ფერდინანდ ფონ შირახის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა გამოუცდელი იურისტის, კასპერ ლაინენის შესახებ, რომელსაც უბრალო იტალიელი მექნიკოსის, ფაბრიციო კოლინის ჩახლართული საქმის გამოძიება დაევალება, რომელმაც ერთი შეხედვით ყოველგვარი მოტივის გარეშე გერმანელი ბიზნესმენი ჰანს მაიერი მოკლა, რის შემდეგაც იგი პოლიციას თავად ჩაბარდება. სიტუაციას ბრალდებულის დუმილი ართულებას და ის ფაქტი, რომ მოკლულის შვილიშვილი ოდესღაც ლაინენის პირველი სიყვარული იყო. თანდათანობით, საქმე ქვეყნის ისტორიაში უმსხვილეს სასამართლო სკანდალში იზრდება…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2019

ჯოკერი

ჟანრი: დრამა / კრიმინალური / ტრილერი

რეჟისორი: ტოდ ფილიპსი

როლებში: ხოაკინ ფენიქსი, რობერტ დე ნირო, ზაზი ბიტცი, ფრენსის კონროი, შეი უიგემი

დრამატული ამბავი ქალაქ გოთემის ყველაზე საშიში, მოუხელთებელი და მანიპულატორი ბოროტმოქმედის ჯოკერის და მისი აქამდე უცნობი წარსულის შესახებ, თუ როგორ გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, შეშლილ და სასტიკ მანიაკად. მოვლენები 1980-იან წლებში ვითარდება. მთავარი გმირი არტურ ფლეკი (ხოაკინ ფენიქსი), მოკრძალებული და თავმდაბალი ადამიანი, ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ გოთემში ბრუნდება. უიღბლო კომიკოსი, შესევენებას და ხანდაზმული დედის (ფრანსის კონროი) მოვლას და კიდევ ერთხელ თავისი იუმორისტული კარიერის აღდგენის მცდელობას აპირებს. მაგრამ არტურის წარსულში საიდუმლო იმალება: ფლეიკების ისტორია რაღაცნაირად უეინებს უკავშირდება, გოთემის უმდიდრესი ოჯახი. საბოლოო ჯამში, ეს საიდუმლო არტურს ცივილიზებული იმიჯის უარყოფას და ახალი როლის მიღებას აიძულებს – კრიმინალური სამყაროს კლოუნი, მეფე ...

გახმოვანებულია მალე ქართულად

წელი: 2019

ხე-ტყის ბარონი

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ბარი ანდერსონი

როლებში: ჯოზეფ ჯ. ბიზენეკი, კრისტინა ბოლდუინი, ანნა სტრანცი

მოვლენები 1910 წელს უისკონსინში ვითარდება. მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, დანიელ რიმსდეილი სახლში ბრუნდება, რათა ოჯახის ხე-ტყის დამზადების წარმოება განადგურებისგან გადაარჩინოს, გაარკვიოს, ვინ მოკლა მისი მამა და ასევე მისი ოჯახი ფინანსური კარხისგან იხსნანს. ამავე დროს, ის მისი მამის ძველი მეგობრის, ლინჩის მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობას აწყდება, რომელიც არაფის წინაშე არ შეჩერდება, რათა ხე-ტყის წარმოების ახალი ბარონი გახდეს და რიმსდეილების სასახლეს დაეუფლოს, სადაც ჭორების მიხედვით, საგანძური ინახება…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2019

რიტმები

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: კრის რობინსონი

როლებში: პოლ უოლტერი, ენტონი ანდერსონი, აზო ადუბა, ემაიაცი კორინეალდი, ჰალილ ევერეიჯი, დეივ ისტი, ჯულიან უილიამსი, მეგან სუზა, ეშლი ჯაკსონი, არიანა ბურკსი

წარსულში, წარმატებული მუსიკალური პროდიუსერი, ოლიმპიდან გამაყრუებელი ვარდნის შემდეგ იძულებულია საშუალო სკოლაში უბრალო დარაჯად იმუშაოს. ერთ დღეს მთავარი გმირი სასაუბროთ 17 წლის აუგუსტის დედასთან მიდის, და ზუსტად იქ მისი ყურები საოცარ მუსიკას მოისმენს. აღმოჩნდება, რომ აგორაფობიით დაავადებული და, შესაბამისად, ყველა შესაძლო გზით ღია სივრცეების თავის არიდებით, აუგუსტი წარმოუდგენელ მუსიკას ქმნის, რომელიც აუცულებლად მასებამდე უნდა მიიტანო. ასე გაუჩნდება მუსიკალურ პროდიუსერს დიდ თამაშსში დაბრუნების იმედი, ოღონდ თავიდან მას წარსული დემონების წინაშე მოუწევს დადგობა, ისევე როგორც აუგუსტის, რომელიც ჯერ კიდევ განიცდის ცოტა ხნის წინ მომხდარ ტაგედიას, როდესაც ვიღაცამ ქუჩაში მისი და მოკლა…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

მუსონი

ჟანრი: დრამა / melodrama | მელოდრამა / ფილმები ქართულად

რეჟისორი: მიგელ დურან

როლებში: ოსტინ ლიონი, კეტრინ ჰიუზი, ივეტ მონრეალი, ივ პლამი, სკოტ ლოუელი

ფილმი ორი ბავშვობის მეგობარზეა, რომლებსაც საშინელი ტრაგედია ერთმანეთს აშორებს. დადარდიანებულ მთავარ გმირს აღარც სწავლა, აღარც მეგობრები, აღარც ოჯახის წევრები აინტერესებს. შეძლებს ჯონი სარას გარეშე ცხოვრებას?

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2015

ბაჰუბალი: დასაწყისი

ჟანრი: დრამა / მძაფრ–სიუჟეტიანი

რეჟისორი: ს.ს. რაჯამული

როლებში: პრაბჰასი, რანა დაგუბატი, რამია კრიშნა, სატიარაჯი, ანუშკა შეტი, ტამანა ბჰატია

ეპიკური გმირი სახელად ბაჰუბალი იყო ტაკსაშილის სამეფოს, მეფე რიშაბჰადევის, ერთერთი ვაჟიშვილი. ბევრი ბრძოლის და დაპყრობითი ომების შემდეგ ის წავიდა მონასტერში და აღიკვეცა ბერად

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2018

უკვდავების კორიდორი

ჟანრი: დრამა / ისტორიული / საომარი

რეჟისორი: ფიოდორ პოპოვი

როლებში: არტიომ ალეკსეევი, ანასტასია ციბიზოვა, იგორ იასულოვიჩი, არტიომ მელნიჩუკი, ალეკსანდრ იაცენკო, დარია ეკამასოვა, ანატოლი გორიაჩევი, ალეკსანდრ ობლასოვი, სვეტლანა სმირნოვა-კაცაგაჯიევა, ტაგირ რახიმოვი

გუშინდელი ლენინგრადის სკოლის მოსწავლე მაშა იაბლოჩკინა, 1941-1942 წლებში სასტიკი ბლოკადის ზამთრის შემდეგ, მიდის სარკინიგზო კურსებზე, რათა გადარჩეს და მოიკრიფოს ძალები…

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2018

ჯიმბო

ჟანრი: დრამა / კრიმინალური

რეჟისორი: დი ტაკოსი

როლებში: ადის აკარა, კლივლენდ ბანისტერი, ელიზაბეტ ბოვე, ბენ ბრაუნი

კრიმინალური დრამა მოგვითხრობს ამბავს დამნაშავეზე, რომელიც ახლახანს გათავისუფლდა შორეული ადგილიდან. ის ძლიერ ნანობს საკუთარ წარსულს და გეგმავს სრულიად ახალ ცხოვრებას და დანაშაულებების გარეშე…

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2019

მუმბაის სასტუმრო

ჟანრი: დრამა / ისტორიული / ტრილერი

რეჟისორი: ენტონი მარასი

როლებში: არმი ჰამერი, ჯეისონ აიზეკსი, ნაზანინ ბონიადი, დევ პატელი, ნატაშა ლიუ ბორდიცო, ამანდიპ სინგხუ, სუხაილ ნაიარი, მანოჯ მერა, დინეშ კუმარი, ამრიპტალ სინხი

ფილმი 2008 წლის ნოემბერში ინდოეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ მუმბაიში მომხდარი დამანგრეველი ტერორისტული თავდასხმების შესახებ ნამდვილ დრამატულ ამბავს მოგვითხრობს. ჩვეულებრივი ადამიანების საოცარი ამბავი, რომელიც უშიშრად წყვეტს ჩვენი დროის გლობალურ პრობლემებს. ყველა რასის, ფერის და რელიგიის ადამიანების ერთიანი ბრძოლა გადარჩენისთვის, რომელიც კაცობრიობის უმაღლეს იდეალებს – თანაგრძნობას, გამბედაობას, გამძლეობას და ცხოვრების უკომპრომისო სურვილს აღწერს. ტერორისტული თავდასხმების ტალღა მთელ ქალაქს ქაოსში მოაქცევს. თავშესაფარის მაძიებელი, სასოწარკვეთილი ბრბო ცნობილ სასტუმროს “ტაჯ-მაჰალ პალას” მიაწყდება, რომლებიც მის სტუმრებთან და პერსონალთან ერთად გადარჩენისთვის მრავლდღიანი გმირული ბრძოლის ხაფანგში მოხვდებიან, როდესაც მოულოდნელად, სასტუმროში ჯიჰადისტების ჯგუფი შეიჭრება და ცეცხლს გახსნის. სასტუმროს ერთგულ თანამშრომლებს შორის – ცნობილი შეფ-მზარეული ჰემანტ ობეროი და მიმტანი ბიჭი არჯუნი აღმოჩნდებიან, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, სასტუმროს სტუმრების დაცვას გადაწყვეტენ, და ასევე ახალგაზრდა წყვილი, რომლებსაც ჯოჯოხეთის გავლა მოუწევთ, რათა მათი ახალშობილი შვილი დაიცვან…

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2019

კლერ დარლინი

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ჟიული ბერტუჩელი

როლებში: კატრინ დენიოვი, კიარა მასტროიანიკი, ელის ტალიონი, ლორე კელამი, სამირ გესმი, ოლივიე რაბურდენი, იოჰან ლეიზენი

ერთი ზაფხულს კლერ დარლენი გადაწყვეტს ყველაფრის მოშორებას. ის მოაწყობს გრანდიოზულ ფასდაკლებას, გაიტანს რა ყველა მის გულით ძვირფას ნივთს მდელოზე გასაყიდათ…

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2019

სტოკჰოლმი

ჟანრი: დრამა / კომედიური / კრიმინალური

რეჟისორი: რობერტ ბუდრო

როლებში: მარკ სტრონგი, ნუმი რაპასი, იტან ჰოუკი, კრისტოფერ ჰეიერდალი, ტორბიოტნ ჰარი, ბი სანტოსი, შანტი რონი, მარკ რენდალი, ჯონ რალსტონი

დრამატული თრილერი 1973 წელს შვედეთში მომხდარი ბანკის ცნობილი ძარცვის შესახებ, რომელიც ფსიქოლოგიაში ახალი ტერმინის “სტოკჰოლმის სინდრომის” საფუძვლად იქცევა. 1973 წლის 23 აგვისტოს ციხიდან გაქცეული დამნაშავე იან-ერიკ ულსონი სტოკჰოლმის ბანკში “Kreditbanken” ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრება და იქ მყოფ ოთხ ადამიანს მძევლად აიყვანს. რამდენიმე დღის შემდეგ, ულსონს პოლიცია განაიარაღებს, მაგრამ მძევლები ბანკის მძარცველს და მის თანამზრახველს დაიცავენ, რომლებიც პოლიციის ქმედებებს დაგმობენ. მოგვიანებით ერთ-ერთი თავდასხმელი მის ყოფილ მძევალს ქრისტინე ენმარკს დაუმეგობრდება. საბოლოოდ ეს ამბავი ფსიქოლგიაში პოპულარული ტერმინის წარმოშობას გამოიწვევს, რაც დაზარალებულის უჩვეულო ქცევას აღწერს, რომელიც თავის თავს დამაშავესთან აიგივებს და მის მოტივებს ამართლებს.

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2018

კურსკი

ჟანრი: ბოევიკები / დრამა / ისტორიული / ტრილერი

რეჟისორი: ტომას ვინტერბერგი

როლებში: ლეა სეიდუ, კოლინ ფიორტი, მატიას შონარტსი, მიკაელ ნიუკვისტი, მაკს ფონ სიუდოვი, აუგუსტ დილი, სტივენ ვედინგტონი, მატიას შვაიგჰეფერი, პერნილა აუგუსტი, ზატკო ბურიჩი

2000 წელს მოხდარი დრამატული ამბავი, როდესაც წყალქვეშა სარაკეტო კრეისერი K-141 “კურსკი” ჩაიძირა. ამ კატასტროფაში 118 ადამიანი დაიღუპა. ისინი საბრძოლო მომზადების დავალებას ასრულებდნენ, რომელიც მიზნად ისახავდა მტრის ხომალდებზე ტორპედოს რაკეტების ტესტირებას. მთელი საშინელება იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ბირთვული წყალქვეშა ნავი გაურკვეველი მიზეზით ფსკერზე დაეშვება, ეკიპაჟი მაშინვე არ დაღუპულა. ბევრი ავარიას გადაურჩება და ბარენცის ზღვის ფსკერზე ხაფანგში აღმოჩნდება. მაშველების უიმედო მოლოდინში, მათი გადარჩენის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების უმრავლესობა დღემდე გრიფით საიდუმლოა. მოვლენები “კურსკის” ეკიპაჟის ირგვლი ვითარდება, რომლებიც სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდებიან. ასევე მათი ახლობლები, რომლებიც სასოწარკვეთილები ბრძოლობდნენ მათ გადასარჩენად…

გახმოვანებულია რუსულად