წელი: 2019

კლერ დარლინი

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ჟიული ბერტუჩელი

როლებში: კატრინ დენიოვი, კიარა მასტროიანიკი, ელის ტალიონი, ლორე კელამი, სამირ გესმი, ოლივიე რაბურდენი, იოჰან ლეიზენი

ერთი ზაფხულს კლერ დარლენი გადაწყვეტს ყველაფრის მოშორებას. ის მოაწყობს გრანდიოზულ ფასდაკლებას, გაიტანს რა ყველა მის გულით ძვირფას ნივთს მდელოზე გასაყიდათ…

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2019

სტოკჰოლმი

ჟანრი: დრამა / კომედიური / კრიმინალური

რეჟისორი: რობერტ ბუდრო

როლებში: მარკ სტრონგი, ნუმი რაპასი, იტან ჰოუკი, კრისტოფერ ჰეიერდალი, ტორბიოტნ ჰარი, ბი სანტოსი, შანტი რონი, მარკ რენდალი, ჯონ რალსტონი

დრამატული თრილერი 1973 წელს შვედეთში მომხდარი ბანკის ცნობილი ძარცვის შესახებ, რომელიც ფსიქოლოგიაში ახალი ტერმინის “სტოკჰოლმის სინდრომის” საფუძვლად იქცევა. 1973 წლის 23 აგვისტოს ციხიდან გაქცეული დამნაშავე იან-ერიკ ულსონი სტოკჰოლმის ბანკში “Kreditbanken” ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრება და იქ მყოფ ოთხ ადამიანს მძევლად აიყვანს. რამდენიმე დღის შემდეგ, ულსონს პოლიცია განაიარაღებს, მაგრამ მძევლები ბანკის მძარცველს და მის თანამზრახველს დაიცავენ, რომლებიც პოლიციის ქმედებებს დაგმობენ. მოგვიანებით ერთ-ერთი თავდასხმელი მის ყოფილ მძევალს ქრისტინე ენმარკს დაუმეგობრდება. საბოლოოდ ეს ამბავი ფსიქოლგიაში პოპულარული ტერმინის წარმოშობას გამოიწვევს, რაც დაზარალებულის უჩვეულო ქცევას აღწერს, რომელიც თავის თავს დამაშავესთან აიგივებს და მის მოტივებს ამართლებს.

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2018

კურსკი

ჟანრი: ბოევიკები / დრამა / ისტორიული / ტრილერი

რეჟისორი: ტომას ვინტერბერგი

როლებში: ლეა სეიდუ, კოლინ ფიორტი, მატიას შონარტსი, მიკაელ ნიუკვისტი, მაკს ფონ სიუდოვი, აუგუსტ დილი, სტივენ ვედინგტონი, მატიას შვაიგჰეფერი, პერნილა აუგუსტი, ზატკო ბურიჩი

2000 წელს მოხდარი დრამატული ამბავი, როდესაც წყალქვეშა სარაკეტო კრეისერი K-141 “კურსკი” ჩაიძირა. ამ კატასტროფაში 118 ადამიანი დაიღუპა. ისინი საბრძოლო მომზადების დავალებას ასრულებდნენ, რომელიც მიზნად ისახავდა მტრის ხომალდებზე ტორპედოს რაკეტების ტესტირებას. მთელი საშინელება იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ბირთვული წყალქვეშა ნავი გაურკვეველი მიზეზით ფსკერზე დაეშვება, ეკიპაჟი მაშინვე არ დაღუპულა. ბევრი ავარიას გადაურჩება და ბარენცის ზღვის ფსკერზე ხაფანგში აღმოჩნდება. მაშველების უიმედო მოლოდინში, მათი გადარჩენის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების უმრავლესობა დღემდე გრიფით საიდუმლოა. მოვლენები “კურსკის” ეკიპაჟის ირგვლი ვითარდება, რომლებიც სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდებიან. ასევე მათი ახლობლები, რომლებიც სასოწარკვეთილები ბრძოლობდნენ მათ გადასარჩენად…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

ბედნიერი ლაზარო

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ალიჩე რორვახერი

როლებში: ადრიანო ტარდიოლო, აგნესა გრაციანი, ლუკა ჩიქოვანი, ალბა რორვახერი, სერხი ლოპესი, ნატალინო ბალასო, ტომაზო რანიო, ნიკოლეტა ბრასკი, მადალენა ბაიოკო

მეგობრობა აკავშირებთ ახალგაზრდა უპატიოსნესს გლეხ ლაზაროს და არისტოკრატების ოჯახის წარმომადგენელ, აზნაურ ტანკრედს. მათ იზოლირებულ, პასტოლარულ სოფელში უფროსობს საშინელი ალფონსინა დე ლუნა, სიგარეტების დედოფალი. მეგობრობა საფრთხის წინაშე დგება, როდესაც ტანკრედი, ლაზაროს, მისთვის მიუღებელი სამუშაოს გაწევას თხოვს…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

ყველაფერი მართალია

ჟანრი: ბიოგრაფიული / დრამა / ისტორიული

რეჟისორი: კენეტ ბრანა

როლებში: კენეტ ბრანა, ლოლიტა ჩაკრაბარტი, ჯეკ კოლგრეივ ჰერსტი, დაგ კოლინგი, ელეონორა დე როხანი, ელეონორა დე როხანი, ჯუჯი დენჩი, ფილ დანსტერი, ფრეია დურკანი, ფლორა ისტონი, სემ ელისი

ბიოგრაფიული დრამა უილიამ შექსპირის ცხოვრების უკანასკნელი დღეების შესახებ, როდესაც 1613 წელს ეპოქის უდიდეს მწერლად აღიარეს. მაგრამ უბედური შემთხვევა მას დიდ დარტყმას მიაყენებს, როცა მისი ცნობილი ლონდონის თეატრი “გლობუსი” დაიწვება. ამის შემდეგ, განადგურებული დრამატურგი სტრატფორდში დაბრუნდება, სადაც ის თავისი მძიმე წარსულის და ოჯახის წინაშე აღმოჩნდება. ერთადერთი ვაჟის, ჰამნეტის გარდაცვალების შემდეგ, შექსპირი მის მეუღლესთან და ქალიშვილთან გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენას ცდილობს და ამავე დროს სასტიკად იძულებულია, როგორც ქმრის და მამის მისი საკუთარი ნაკლოვანებები გამოასწოროს…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2017

ის, რაცას ვერავინ ვერ ხედავს

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: სტანისლავ ტოკალოვი

როლებში: ევგენი ტკაჩუკი, კატერინა შპიცა, არნის ლიციტისი, ანდრის კეიშსი, იურიის დიაკონოვსი, იევა პუკე, ელინა დზელმე

ფსიქოლოგიური დრამა, ხელოვნურ ინტელექტზე გულმოდგინედ მომუშავე მეცნიერის, ნიკოლას შესახებ, რომელიც მოულოდნელად კომაში ჩავარდება, რომლის მოსავლელად ახალგაზრდა მედდას, ელზას დაიქირავებენ, რომელსაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაცინტის დღე და ღამე მოვლა და მისი ცხოველქმედობის სათანადო დონეზე უზრუნველყოფა მოუწევს. დროთა განმავლობაში ელზას ნიკოლასადმი სასიყვარულო გრძნობა უჩნდება, რომელსაც შეიძლება დადებითი გავლენა მოეხდინა მისი ხანგრძლივი აღდგენითი პერიოდისთვის, რომ არა მოთვალთვალე ხელოვნური ინტელექტი ანა, რომელსაც ნიკოლას მიმართ საკუთარი გეგმები აქვს…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2019

პირველი მეფე

ჟანრი: დრამა / ისტორიული

რეჟისორი: მატეო როვერე

როლებში: ალესანდრო ბორგი, ალესიო ლაპიჩე, ფაბრიციო რონჯონე, მასიმილიანო როსი, ვინჩენცო კრეა, მაკს მალატესტა, ფიორენცო მატუ

რომული და რემი, ორი მწყემსი ძმა, წავა სამოგზაუროდ, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი გახდება უდიდესი ერის დამფუძნებელი, ხოლო მეორე მოკვდება საკუთარი ძმის ხელიდან…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

აუშვიცის მცველი

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ტერი ლი კოკერი

როლებში: ლიუის კირკი, კლაუდია გრეის-მაკელი, მაიკლ მაკელი, სტეფენ ბოკსერი

დრამატული ფილმი მოგვითხრობს უბრალო სტუდენტი ჰანსის შესახებ, რომელიც მოხვდა SS- ში და ახლა მსახურობს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში. ერთ დღეს მან მიიღო დავალება ახალი გაზის საკნის მშენებლობის, მაგრამ მუშაობის პროცესში ის ხვდებოდა, თუ რა საშინელებებს აკეთებს…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

გადამფრენი ფრინველები

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: კრისტინა გალეგო, სიტრო გერა

როლებში: კარმინა მარტინეზი, ხოსე აკოსტა, ნატალია რეისი, ჯონ ნარვაეზი, გრეიდერ მეზა, ხოსე ვისენტე, ხუან ბაუტისტა მარტინეზი, მიგელ ვიერა, სერჯიო კოენი, ასლენის მარქუეზი

სოციალური დრამა, რომელიც კოლუმბიაში ნარკოტიკებით ვაჭრობის ეპოქის შესახებ მოგვითხრობს, სადაც მოვლენები 1970-იან წლებში გუახირას უდაბნოში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში რაფაიეტი და მისია ოჯახია, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობის სამყაროში ჩაიძირებიან, ისინი აცნობიერებენ, რომ ამ ბიზნესის დახმარებით შეიძლება გამდიდრდე და მნიშვნელოვან ძალაუფლებას მიაღწიო. მაგრამ მალე ბიზნესის კონტროლოს გამო, რაფაიეტი და მისი ოჯახი ნარკოკარტელებს შორის ომის ეპიცენტრში აღმოჩნდება, რომელიც მათ სიცოცხლეს და მათ კულტურას საბოლოოდ გაანადგურებს…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

გლორია ბელი

ჟანრი: დრამა / კომედიური / melodrama | მელოდრამა

რეჟისორი: სებასტიან ლელიო

როლებში: შონ ესტინი, ჯულიანა მური, ჯინ ტრიპლჰორნი, ალანა იუბაკი, მაიკლ სერა, ჯონ ტურტურო, ჰოლანდ ტეილორი, ბრედ გერეტი, რიტა უილსონი, ტაისონ რიტერი

დრამატული ამბავი თავისუფლების მოყვარული ქალბატონის გლორია ბელის შესახებ, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარე მარტოხელებისთვის განკუთვნილ საცეკვავო კლუბებში სიყვარულს დაეძებს. ერთ დღეს იგი არნოლდის შეხვდება და მათ შორის იმედებით და იმედგაცრუებებით სავსე მგზნებარე რომანი გაღვივდება. ახლა გლორია ბედნიერია და ახალი ძალებით სავსე ხდება, მაგრამ მალე მას წარსული თავს ახსენებს…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

მოხალისე

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ელენ ფიერი

როლებში: ლამბერ ვილსონი, დიანა რუკსელი, ალეკს დეკა, კორანტე ფილა

დრამატული ფილმის მოქმედება ვითარდება 23 წლის გოგონას გარშემო, სახელად ლორა, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია ცდილობს ცხოვრებაში საკუთარი თავის პოვნას…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2017

მზეც ხომ ვარსკვლავია

ჟანრი: დრამა / melodrama | მელოდრამა

რეჟისორი: რი რუსო-იანგი

როლებში: იარა შაჰიდი, ჩარლზ მელტონი, კეონგ სიმი, ფეიტ ლოგან, გბენგა აკინაგბე, ჯეიკ ჩოი, კეტი შმი, კამრუს ჯონსონი, ანეი ლი, კეი დეი

ნიკოლა იუნის თინეიჯერული რომანის ეკრანიზაცია ახალგაზრდა იამაიკელი ემიგრანტის ნატაშა კინგსლის შესახებ, რომელიც მოულოდნელად გაიგებს, რომ 24 საათში მას და მის ოჯახს ამერიკიდა იამაიკაზე გააძევებენ. საზრიანი და შეუპოვარი გოგონა დეპორტაციის თავიდან აცილების გზებს ეძებს. თუმცა, მისი პრაგმატიზმის და გამეფებული რასობრივი სიძულვილის მიუხედავად, ნატაშას ყველაზე არახელსაყრელ მომენტში კორეელი რომანტიკოსი დანიელი შეუყვარდება. ნატაშას მხოლოდ მეცნიერებისა და ფაქტების სჯერა. ბედისწერა, იღბალი და მიუღწეველზე ოცნება მისთვის გაუგებარი რამაა. დანიელი ნატაშასგან სრულიად განსხვავებულად ფიქრობს, ლექსების წერა უყვარს და პოეტობაზე ოცნებობს. სწორედ ამიტომ ჰგონია, რომ ბედისწერა მას და ნატაშას რაღაც განსაკუთრებულს უმზადებს…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2019

ედმონდი

ჟანრი: დრამა / ისტორიული / კომედიური

რეჟისორი: ალეკსის მიხალიკი

როლებში: ტომა სოლივერესი, ოლივიე გურმე, მატილდა სენიე, ტომ ლიბი, ლიუსი ბუჟენა, ელის დე ლანკესე, კლემენტინ სელარიე, იგორ გოტსმანი, დომინიკ პინონი, სიმონ აბკარიანი

1897 წლის დეკემბერი, პარიზი. წარუმატებელი პოეტი და დრამატურგი ედმონდ როსტანი ჯერ ოცდაათი წლისაც არ არის, და მას უკვე ორი შვილი ჰყავს და უამრავი საზრუნავი აქვს, რომელსაც ორი წლის განმავლობაში არაფერი არ დაუწერია. სიღარიბის ზღვარზე აღმოჩენილი სასოწარკვეთილი ახალგაზრდა მამა, გავლენიან მსახიობს კოკლენ ბენუა-კონსტანტის პიესის, ბრწყინვალე კომედიის წარდგენას დაჰპირდება, რომელიც, მართალია, მას ჯერ არ დაუწერია. მსახიობთა ახირებების, პროდიუსერთა მოთხოვნების, მეუღლის ეჭვიანობის, მეგობრებთან პრობლემების და მთელი მისი გარემოცვის სკეპტიციზმის მიუხედავად, ედმონდი იწყებს მუშაობას, რომლისაც არავის სჯერა. მისი სახელია – “სირანო დე ბერჟერაკი”…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2019

პროფესორი და შეშლილი

ჟანრი: ბოევიკები / დრამა / ტრილერი

რეჟისორი: ფარად საფინია

როლებში: მეკ გიბსონი, შონ პენი, ნატალი დორმერსი, ჯერემი ირვინი, ჯენიფერ ელი, სტივ კუგანი, სტივენ დილეინი, ედი მარსანი, იოან გრიფიტი, ლოურენს ფოკსი

ფილმში მოვლენები XIX საუკუნეში ვითარდება და ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის პირველი მრავალტომიანი გამოცემის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ინგლისური ლიტერატურის განვითარებისთვის ეპოქალური მოვლენა გახდება. ამ წარმოუდგენლად ამბიციური პროექტის განხორციელებას პოფესორი ჯეიმს მიურეი (მელ გიბსონი) დაიწყებს. პროცესში მთავარი გმირი ყოფილი სამხედრო ქირურგის უილიამ ჩესტერ მინორის (შონ პენი) სახით შეუცვლელ თანამოაზრეს შეიძენს, რომელიც სულიერად დაავადებულ დამნაშავეთათვის განკუთვნილ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, რომელმაც პროფესორს მრავალი წლის განმავლობაში დაახლოვებით 10,000 ჩანაწერი გაუგზავნა…

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2019

საკუთარი შვილი

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: რაშიდ ჯონსონი

როლებში: ეშთონ სანდერსი, მარგარეტ კუელი, ნიკ რობინსონი, კიკი ლაინე, ბილ კემპი, სანაა ლეთენი

ახალგაზრდა აფრო-ამერიკელი ბიგერ ტომასი სამსახურს დაიწყებს ჩიკაგოში მცხოვრებ გავლენიან ოჯახში. ეს გადაწყვეტილება მთელი მისი ცხოვრების გზას შეცვლის.

გახმოვანებულია ქართული