წელი: 2016

როგორ მოვძებნოთ ქმარი

ჟანრი: დრამა / კომედიური / melodrama | მელოდრამა

რეჟისორი: ჯეიმს ჰეიდი

როლებში: მეგან მარკლი, კრისტოფერ პოლაჰა, ჯონატან სკარფი, ლინდა ბოიდი, კრისტინ შატელეინი, ადამ რეიდი

მეგან მარკლი, კრისტოფერ პოლაჰა, ჯონატან სკარფი, ლინდა ბოიდი, კრისტინ შატელეინი, ადამ რეიდი

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2019

მოდი ვიცეკვოთ

ჟანრი: დრამა / კომედიური

რეჟისორი: ლადისლას შოლა

როლებში: რაიან ბენსეტი, ალეკსია ჯორდანო, გიომ დე ტონკედეკი, მეხედი კერკუში, ბრახიმ ზაიბატი, ლინ რენო, ფიორელა კამპანელა, ლაურა დეფრეტენი, ნიკოლია უშარი, მაგდალენა მალფრე

ფილმი ახალგაზრდა ჯოზეფის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჰიპ-ჰოპით არის გატაცებული. სწორედ ამიტომ იგი თავისი საყვარელი მუსიკალური სტილით ცეკვის დაწყებას გადაწყვეტს. და მალე ცეკვა მისი ცხოვრების მთავარი აზრი გახდება. საცეკვაო ნომრების გიჟური ენერგეტიკა, ძლიერი პულსი, დასარტყამების შეუკავებელი რიტმები – არის ის, რის გამოც ჯოზეფი ცხოვრობს. ერთ დღეს, მთავარი გმირი გაიგებს, რომ უახლოეს მომავალში ფართომასშტაბიანი ფესტივალი გაიმართება, რომელიც მთელი პლანეტის საუკეთესო ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეებს შეკრებს. ჯოზეფს არ სურს მისი შანსი ხელიდან გაუშვას და ვარჯიშს იწყებს, იმ იმედით, რომ ის თავისი მიზნის მიღწევას შეძლებს. მალე ჯოზეფი საფრანგეთის დედაქალაქში აღმოჩნდა, სადაც ახალგაზრდა და მოხდენილ გოგონას ხლოეს შეხვდება, რომელიც ბალეტით არის დაკავებული და ნიუ-იორკის ერთ-ერთი საუკეთესო ბალეტის დასში შერჩევისთვის ემზადება. გმირებს შორის რომანტიკული ურთიერთობა იწყება, რომლებსაც თავიანთი განსხვავები საცეკვავო სტილის გაერთიანება მოუწევთ, რომელიც ბევრისთვის ძალიან სასაცილო, განსხვავებული და შეუთავსებელი გახდება…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

პროფესორი

ჟანრი: დრამა / კომედიური

რეჟისორი: უეინ რობერტსი

როლებში: ჯონი დეპი, ზოი დოიჩ, როზმარი დეუიტი, რონ ლივინგსტონი, ჯასტინ უორინგტონი, დენი ჰიუსტონი, შივან ფელონი, პალომა კვიატკოვსკი, კეიტლინ ბერნარდი, ოდესა იანგი

კოლეჯის პროფესორი – რიჩარდი, ყოველთვის უმწიკვლოდ ცხოვრობდა, ცდილობდა ახალგაზრდა თაობისთვის მაგალითი გამხდარიყო. არანაირი წვეულებები, ქეიფი და სხვა უხამსობა, რის გამოც მისი კოლეგები და მოსწავლეები მას მოსაწყენ ადამიანად მიიჩნევდნენ. მაგრამ ერთ დღეს, სამედიცინო გამოკვლევის დროს, ექიმები მთავარ გმირს განუკურნებელ დაავადებას აღმოუჩენენ და აცნობებენ, რომ მას ცოტა დრო დარჩა. უიმედოობის ნაცვლად, რიჩარდი გადაწყვეტს დარჩენილი დრო აკრძალვების და წესების გარეშე გაატაროს. რეპუტაციის გაფუჭების შიშის გარეშე, რომელიც ახლა მას ფეხებზე ჰკიდია, იგი ალკოჰოლის უზომოდ მიღებას დაიწყებს, ეწევა სიგარეტს, ნარკოტიკებს უსინჯავს გემოს, და ყველასთან სექსით კავდება, – ცხოვრობს საკუთარი სიამოვნებისთვის. მაგრამ დანიშნულების საათთან მიახლოვებასთან ერთად ის აცნობიერებს, თუ რამდენად მარტო არის ამ სამყაროში. უგუნური, თავაშვებული და უწესო ცხოვრების შემდეგ, რიჩარდი ხვდება, რომ ეს მას ბედნიერს არ გახდის. და ერთადერთი რამ, რაც შეიძლება მისი დარჩენილი დრო გაალამაზოს – სიყვარულია…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

ჩვენ ყოველთვის სასახლეში ვცხოვრობდით

ჟანრი: დეტექტივი / დრამა / ტრილერი

რეჟისორი: სტეისი პასონი

როლებში: ტაისა ფარმიგა, ალეკსანდრა დადარიო, სტეფენ ხოგანი, სებასტიან სტენი, კრისპინ გლოვერი, პატრიკ ჯოზეფ ბერნსი, უნა კეროლი, პიტერ კუნანი, ჯოენ კროუფორდი, ბოსკო ხოგანი

მას შემდეგ, რაც მათი ოჯახის რამდენიმე წევრი დარიშხანით მოიწამლება და მოკვდება, ახალგაზრდა დები – მერიკეტი, კონსტანცია ბლექვუდები და მათი ავამდყოფი ბიძა ჯულიანი ადგილობრივი მტრული მოსახლეობისგან მოშორებით, ახალ-ინგლისში მდებარე ძველ სასახლეში იზოლირებულები ცხოვრობენ. წლების მანძილზე მერიკეტის მაგია ოჯახს ზიანისგან იცავდა, მაგრამ მათი ბიძაშვილის, ჩარლზის მოულოდნელი გამოჩენით, გმირების მშვიდობიანი არსებობა დაირღვევა, რომელიც ოჯახის ქონების მოპარვას აპირებს, რომლის სიცოცხლეს ბნელი საიდუმლო დაემუქრება, რომელსაც დები მალავენ…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2017

უბანი

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ფრენკ დ’ანჯელო

როლებში: დენი აიელო, ფრანჩესკო ანტონიო, ჯონ ეშტონი, არმანდ ასანტე

დრამატული ფილმი ვითარდება კრიმინალების ჯგუფის ირგვლივ, რომლებიც ბავშვობიდან ატერორებდნენ საკუთარი უბნებს. მაგრამ ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა მაშინ, როდესაც მათ გზა გადაუჭრეს სრულიად სხვა ადამიანებს…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

ქალწული

ჟანრი: დრამა / ვესტერნი / კომედიური

რეჟისორი: დევიდ ზელნერი, ნეიტან ზელნერი

როლებში: რობერტ პატინსონი, მია ვასიკოვსკა, დევიდ ზელნერი, ნეიტან ზელნერი, რობერტ ფორსტერი, ჯოზეფ ბილინჯირი, მორგან ლანდი, რეი კელეხერი, რობინ ადამსი, გერი ბრუკინსი

XIX საუკუნე, ველური დასავლეთი. ახალგაზრდა მოგზაური სამუელ ალებასტრი პატარა ცხენთან და ლოთ პასტორთან ერთად მისი საყავარელი საცოლეს პენელოპეს მოსაძებნად აშშ-ს დასავლეთ საზღვარზე მიდის. სამუელმა მისი საცოლე ბოროტი-გამტაცებლების კლანჭებისგან უნდა იხსნას. თუმცა გოგონას თავად შეეუძლია საკუთარი თავის დაცვა – პენელოპა ტყვიას ტყვიაში აჯენს, დინამიტის გამოყენება შეუძლია, თავად ვისაც უნდა იმას გადაარჩენს და ტყვიით გაუხვრეტს შუბლს. სამუელი გზაში უამრავ წინააღმდეგობას აწყდება და მისი საცოლეს ხსნის გეგმა თავიდანვე რღვევას იწყებს…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2017

გამაგრდი, ჰოლდენ

ჟანრი: ბიოგრაფიული / დრამა

რეჟისორი: ტამლინ ჰოლი

როლებში: მეთიუ ფეიხი, როს ტომასი, სტივ ელისი, კელი ფინლი, გრეგ ტომპსონი

ფიოგრაფიული დრამის ეფუძნება რეალურად მომხდარ მოვლენებს. სიუჟეტის ცენტრშია ფეხბურთელი სახელად ჰოლდენი, რომელიც ცხოვრობს პატარა ქალაქში. ეს ადამიანი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა საიდუმლოდ დარჩეს…

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2018

ყველაფერი ნინას შესახებ

ჟანრი: დრამა / კომედიური

რეჟისორი: ევა ვივესი

როლებში: მერი ელიზაბეტ უინსტედი, კომონი, ჩეის კროუფორდი, კამრინ მენჰეიმი, ჯეი მორი, მინდი სტერლინგი, ანჟელიკა კებრალი, კლეა დიუვალი, კეიტ დელ კასტილო, ბო ბრიჯესი

ნინა გელდი – სასაცილო, ჭკვიანი და შრომისმოყვარე ნიუ-იორკელი სტენდაპ-კომიკია, რომელმაც ამერიკულ სტენდაპ-სცენაზე დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ კულისიბეს მიღმა მისი ცხოვრება ემოციურ ქაოს ექვემდებარება. რომანტიკულ ურთიერთობებში ის კატასტროფას კატასტროფაზე განიცდის, ამიტომ რთული ურთიერთობებისგან გაქცევის მიზნით და პოპულარულ შოუში ძალიან მნიშვნელოვან მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად, ნინა ლოს-ანჯელესში მიდის, სადაც რეიფს შეხვდება, რომელიც მას საკუთარ თავში გარკვევაში ეხმარება, და მისი ცხოვრების ახლიდან დანახვას აიძულეს…

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2018

ერთგული კაცი

ჟანრი: დრამა / კომედიური / melodrama | მელოდრამა

რეჟისორი: ლუი გარელი

როლებში: ლუი გარელი, ლეტიცია კასტა, ლილი-როუზ დეპი, ჯოზეფ ენჯელი, დიან კურსეი, ვლადისლავ გალარდი, ბაკარი სანგარე, კიარა კარერი, დალი ბენსალახი, არტურ იგუალი

დრამატული კომედია ახალგაზრდა წყვილის მარიანას და აბელის რთული ურთიერთობის შესახებ. ცხრა წლის წინ, მარიანა აბელისგან მის საუკეთესო მეგობართან და თავისი მომავალი შვილის მამასთან პოლისთან წავიდა. როდესაც პოლი მოკვდება, მარიანა ყოფილ შეყვარებულთან, აბელისთან დაბრუნებას გადაწყვეტს, რომელიც მას შვილთან ერთად მიიღებს. მაგრამ გმირების ბედნიერ გაერთიანებას პოლის ახალგაზრდა და უშლის ხელს, რომელსაც ფარულად უყვარს აბელი. იმავდროულად, აბელი სვამს კითხვას, რა მოუვიდა მის გარდაცვლილ მეგობარს…

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2019

რა სურთ კაცებს

ჟანრი: დრამა / melodrama | მელოდრამა / ფანტასტიკა

რეჟისორი: ადამ შენკმანი

როლებში: ტარაჯი პ. ჰენსონი, კრისტენ ლედლოუ, ჯოშ ბრენერი, კელან ლატსი, ჯასტინ ალვარეზი, კრის ვიტასკი, მაკს გრინფილდი, პოლ ბრაიან ჯონსონი, ბრაიან ბოსვორტი, კაუსარ მოჰამედი

2000 წლის პოპულარული ფილმის “რა სურთ ქალებს” ქალური ვერსია, რომლის მთავარი გმირი წარუმატებელი სპორტული აგენტი ალი დევისია, რომელიც მამაკაცური კონკურენციის სასტიკ სამყაროში ძნელად ახერხებს გადარჩენას. მაგრამ ყველაფერი იცვლება იმ დღეს, როდესაც უბედური შემთხვევის შედეგად, ის საოცარ შესაძლებლობას – მამაკაცების აზრების წაკითხვის უნარს შეიძენს. მთავარი გმირი ამ საჩუქარს კარიერულ საფეხურზე ასავლელად და კალათბურთის მომავალ ვარსკვლავთან კონტრაქტის გასაფორმებლად იყენებს…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2019

ბრძოლა ჩემს ოჯახთან ერთად

ჟანრი: ბიოგრაფიული / დრამა / კომედიური / სპორტული

რეჟისორი: სტივენ მერჩანტი

როლებში: დუეინ ჯონსონი, ტომას უილი, ტორი ელენ როსი, ნიკ ფროსტი, ლინა ჰიდი, ფლორენს პიუ, ჯეკ ლაუდენი, ოლივია ბერნსტოუნი, ლეა ფერგიუსონი, მოჰამად ალი ამირი

ნამდვილი საბრძოლო კომედია ბრიტანელი რესლერების ცნობილი ოჯახის შესახებ, რომლის მთავარი გმირი ჯეიდ ბევისი 1992 წლის 17 აგვისტოს პროფესიონალი რესლერების ოჯახში დაიბადება. მისი მამა პატრიკ იან ბევისი, რომელიც თავის ახალგაზრდობაში ლონდონის კრიმინალურ სამყაროსთან მჭიდროდ იყო კავშირში, კრიმინალურ წარსულთან კავშირის გაწყვეტს და საკმაოდ შემოსავლიან საქმეს იპოვის – რესლინგი, რინგზე იგი რიკ ნაითის სახელით გამოდიოდა. ხოლო მისი დედა ჯულია ბევისი, ასევე პროფესიონალი რესლერი იყო, რომელიც თავის დროზე რინგზე სტივ სარაიას სახელით გამოდიოდ. მშობლებმა სპორტის ამ სახეობაში კარიერა თავიანთი შვილების დაბადებამდე გაიკეთეს – უფროსი ვაჟები როი და ზაკი, და ასევე ქალიშვილი ჯეიდი. და იჯახში ყველა შვილი მათი მშობლების კვალს გაჰყვება. დღეისათვის, ბევისების ოჯახს საკუთარი ფედერაცია სახელწოდებით “World Association of Wrestling” აქვთ. რაც შეეხება ჯეიდის, მისი დებიუტი რესლინგ-რინგზე 2005 წელს შედგა, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა სახელით პეიჯი, ახლა იგი ქალთა ბრძოლების პრომოუშენ-კომპანიას ფლობს.

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2019

ამუნდსენი

ჟანრი: ბიოგრაფიული / დრამა / ისტორიული / satavgadasavlo | სათავგადასავლო

რეჟისორი: ესპენ სანდბერგი

როლებში: კეტრინ უოტერსონი, პოლ სვერე ვალჰეიმ ხაგენი, ოლე კრისტოფერ ერტვოგი, იონას სტრანდტ გრავლი, ტრონდ ესპენ სეიმი, ფრიტიოფ სოხეიმი, კრისტიან რუბეკი, მადს სიოგარდ პეტერსენი, იდა ურსინ-ჰოლმი, ვოიტეხ კოტეკი

ბიოგრაფიული დრამა ნორვეგიელი მოგზაურის და პოლარეთის მკვლევარის რუალ ამუნდსენის ცხოვრების შესახებ, რომელმაც პირველმა ჩაატარა ანტარქტიკული ექსპედიცია (ხომალდით “ფრამი”) და პირველმა მიაღწია სამხრეთ პოლუსს 1911 წლის 14 დეკემბერს (ერთი თვით დაასწრო ინგლისელ რობერტ სკოტს). ხოლო 1926 წელს განახორციელა პირველი ტრანსარქტიკული გადაფრენა დირიჟაბლით “ნორგე” — მარშრუტით: შპიცბერგენი — ჩრდილოეთ პოლუსი — ალასკა, სადაც ის პირველი ადამიანი გახდება, რომელმაც ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები გამოიკვლია. მკაცრ ბუნებრივ პირობებში და ბრიტანელი პოლარეთის მკვლევარებთან კონკურეციაში, რუალი წარმოუდგენელი ექსპედიციებს ასრულებს, მაგრამ მათთვის ყველაზე მაღალ ფას იხდის. 1928 წელს ჰიდროთვითმფრინავ “ლატამით” გაემგზავრება უმბერტო ნობილეს იტალიური ექსპედიციის მოსაძებნად და დაიღუპება ეკიპაჟთან ერთად ბარენცის ზღვაში…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

გუშინდელი კრისტალური ცა

ჟანრი: Multfilmebi | მულტფილმები | საბავშვო | animaciuri / დრამა / melodrama | მელოდრამა

რეჟისორი: სი ჩაო

როლებში: სუ შანცინი, დუან ისიუანი, ვან იბო, მა ბანმა

მოვლენები გასული საუკუნის 90-იან წლებში აღმოსავლეთ ჩინეთში, ჯეძიანის პროვინციაში მდებარე პატარა და მშვიდ ქალაქში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში საშუალო სკოლის რამდენიმე მოსწავლეა, რომლებიც აკადემიურ წნეხს, ადერულ ოცნებებს, იმედგაცრუებას, ძლერ მეგიბრობას და პირველ სიყვარულს განიცდიან, რომლებსაც ჩვენ ყველანი კარგად ვიცნობთ. ამ პატარა ჩინური ქალაქის კონტექსტში ეს უბრალო ამბავი უამრავი ადამიანის გულებში ჰპოვებს გამოძახილს…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2019

ინტერვენცია

ჟანრი: ბოევიკები / დრამა / ისტორიული

რეჟისორი: ფრედ გრივუა

როლებში: ალბან ლენუარი, ოლგა კურილენკო, სებასტიან ლალანი, დავიდ მურჟია, მიკაელ აბიტბული, გიომ ლაბე, ბენ კურა, ვენსან პერესი, ჟოზიან ბალასკო, კევინ ლეინი

ნამდვილი ამბავი 1976 წელს მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე გმირული მისიის შესახებ, როდესაც საფრანგეთის უკანასკნელ კოლონიაში, ჯიბუტში სომალელი მეამბოხეები სკოლის ავტობუს გაიტაცებენ, რომლის მგზავრები – 21 ფრანგი ბავშვი და ამერიკელი პედაგოგი იყო, და საფრანგეთის კოლონიასა და სომალის შორის საზღვარზე მდებარე ნეიტრალურ ზონაში წაიყვანენ. საფრანგეთის მთავრობა შემთხვევის ადგილზე ეროვნული ჟანდარმერიის სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოს და კაპიტან ანდრე ჟერვალის მეთაურობით ელიტარული სნაიპერების რაზმს აგზავნის, რომელსაც მძევლების სწრაფი გადარჩენის გეგმის მომზადება დაევალება. 30 საათიანი დაძაბულობის შემდეგ მოლაპარაკებები კრახით სრულდება, მთავარი გმირი და მისი რაზმი საკუთარ თავზე იღებს მძევალი ბავშვების და პედაგოგის გადარჩენის სარისკო ოპერაციის პასუხისმგებლობას.

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

გრეტა

ჟანრი: დეტექტივი / დრამა / ტრილერი

რეჟისორი: ნილ ჯორდანი

როლებში: იზაბელ იუპერი, ჰლოია გრეის მორეცი, მაიკა მონრო, ჯეინ პერი, ჯეფ ჰილერი, პარკერ სოიერსი, ბრენდონ ლი სირსი, არტურ ლი, როზა ესკოდა, ჯესიკა პრედი

დრამატული თრილერი ახალგაზრდა გოგონას, ფრენსისის შესახებ, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ, ნიუ-იორკის ცენტრში, კერძოდ მანჰეტენში გადასვლას გადაწყვეტს. რამდენიმე ხნის შემდეგ, გოგონა ხანდაზმულ ქვრივს სახელად გრეტას გაიცნობს. გმირები ყველაფრით, მათ შორის ასაკით, განათლებით და სოციალური მდგომარეობით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თუმცა ეს ხელს არ უშლის მათ ძლიერი მეგობრობის ჩამოყალიბებაში. ფრენსისი ძლიერ ეჩვევა მის ახალ მეობარს, რომელიც მას ყველა თავის საიდუმლოებებს, ოცნებებს და მისწრაფებებს ანდობს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან დედის გარდაცვალების შემდეგ, გოგონა თავს მარტოსულად გრძნობს. მაგრამ რეალური მიზეზი, თუ რატომ გაამახვილა ყურადღება მოხუცებულმა ქვრივმა გოგონაზე, საკმაოდ საშიში და სასტიკი აღმოჩნდება…

გახმოვანებულია რუსულად