წელი: 2019

დაუნდობელი

ჟანრი: დრამა / კრიმინალური

რეჟისორი: რენატო დე მარია

როლებში: რიკარდო სკამარჩიო, სარა სერაიაკო, მარიე-ანგე კასტა, ალესანდრო ტედესცი და სხვა…

1980-იანი წლების მილანი ეკონომიკურ ბუმს განიცდის, „სანტო რუსო“ (რიკარდო სკამარაჩიო) კი ნელნელა მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება მოჭარბებული დანაშაულის წყალობით.

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2019

ძაღლის მოგზაურობა

ჟანრი: დრამა / კომედიური / satavgadasavlo | სათავგადასავლო / საოჯახო / ფანტასტიკა

რეჟისორი: გეილ მანკუსო

როლებში: დენის კუეიდი, ები რაიდერ ფორტსონი, ბეტი გილპინი, კეტრინ პრესკოტი, მარგ ჰელგენბერგერი, ჯოშ გადი, ჯეიკ მენლი, დანიელა ბარბოზა, იენ ჩენი, გენრი ლაუ

გულისამაჩუყებელი და ძალიან უჩვეულო ისტორიის გაგრძელება, ერთი ძაღლის დრამატული ცხოვრების შესახებ, რომელმაც რამდენიმე სიცოცხლე იცხოვრა, სანამ ერთ დღეს მის პირველ პატრონს არ შეხვდა. ძაღლი თავისი არსებობის აზრს სხვადასხვა ადამიანების ცხოვრების მეშვეობით პოულობდა, რომლებიც მას გზაზე ხვდებოდნენ. საბედნიეროდ ამით მისი რეინკარნაციის მიზანი არ დასრულებულა. ამჯერად ის ლეკვის სახელად მოლის სხეულში ბრუნდება, და ახალ მისიას ასრულებს – პრობლემური თინეიჯერი-გოგონას სიჯეის ცხოვრებაში ბედნიერება მოაქვს…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

უსახლკარო

ჟანრი: დრამა / კომედიური

რეჟისორი: ანტუან ბლოსიე

როლებში: დანიელ ოტოი, მალომ პაკუინი, ვირჟინი ლედუაიენი, ჟონატან ზაკაი

ფრანგი მწერლის ჰექტორ მალოს ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია უდედ-მამო 10 წლის ბიჭის რემის თავგადასავლების შესახებ, რომელიც დედობილისგან გაიქცევა და სენიორ ვიტალის შეუერთდება – იდუმალი მოხეტიალე მუსიკოსი, რომელთანაც ერთად იგი აკრობატის და მომღერლის მძიემ ცხოვრებას სწავლობს, ქალაქებში მოგზაურობს და მოედნებზე სპექტაკლებს დგამს. მათი პატარა კომპანია, ერთგული ძაღლისგან და პატარა მაიმუნისგან შედეგბა. საფრანგეთში მოგზაურობისას მთვარი გმირი ახალ მეგობრებს და თავგადასავლებს პოულობს, და ასევე თავისი წარმოშობის საიდუმლოს ხდის ფარდას…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2019

მეომარი

ჟანრი: ბოევიკები / დრამა / სერიალები

რეჟისორი: ლონი პერისტერი, ლინ ოდინგი, დევიდ პეტრარკა

როლებში: ჯეისონ ჯ. ტობინი, ენდრიუ კოდზი, ოლივია ჩენგი, კირან ბიუ, დაიან დოანი, დინ ჯაგერი, ლენგლი კირკვუდი, პერი იუნგი, რაიან კრიუგერი, რიჩ ტინგი

მოქმედება ხდება სან ფრანცისკოს სამოქალაქო ომის შემდგომ ჩინურ კვარტალში. ერთი მეომარი ყვება ჩინეთიდან ახალჩამოსულ საბრძოლო ხელოვნებაში გამორჩეულ ახალგაზრდაზე, რომელიც „ჩაინათაუნის“ სისხლიან ომებში უნებურად ჩაერთვება.

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2017

ელიზაბეტის სევდა

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ვინსენტ საბელა

როლებში: ანნა ანისიმოვა, რაიან ვინსენტი, ადევალე აკინოიე-აგბაჟე, კეტლინ კუინლენი, კრისტოფერ ეშმანი, ინგერ ტუდორი, ნიკოლა ლამბო, სარა ჰიმენესი, ფრენსის კლინგენპილი, ფარიდა ამერი

საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ელიზაბეტი განაგრძობს შიზოფრენიასთან ბრძოლას. მას სურს იცხოვროს ჩვეულებრივი ცხოვრებით, მას აქვს ოცნებები და სურვილები…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

მარიამი - შოტლანდიის დედოფალი

ჟანრი: ბოევიკები / დრამა / ისტორიული

რეჟისორი: ჯოზი რურკი

როლებში: სირშა რონანი, მარგო რობი, ჯეკ ლაუდენი, ჯო ელვინი, დევიდ ტენანტი, გაი პირსი, ანჯელა ბეინი, რიჩარდ კენტი, გაი რიზი, ტომ პეტი

ფილმი შოტლანდიის ქარიზმატული დედოფლის – მარიამ სტიუარტის მშფოთვარე ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც 16 წლის ასაკში საფრანგეთის დედოფალი გახდება, თუმცა მალევე დაქვრივდება და სამშობლოში დაბრუნდება, სადაც ის საშიში პოლიტიკური და სასიყვარულო ინტრიგების ცენტრი მოხვდება. მარიამს პრეტენზია ჰქონდა ინგლისის ტახტზე და ელისაბედის ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდა. მეტიც, ბევრი ინგლისელი კათოლიკე სწორედ მას მიიჩნევდა ინგლისის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ. ელისაბედმა მარიამი საფრთხედ მიიჩნია და დაატყვევა. თვრამეტწლიანი ტუსაღობის შემდეგ მარიამს ბრალს დასდებენ ელისაბედის მკვლელობის მცდელობაში და სიკვდილით დასაჯიან…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

ო.ჯ. უფროსი

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: მადელინ საკლერი

როლებში: ჯეფრი რაითი, უილიამ ფიხტნერი, ტეოტუს კარტერი, მერ უინინგჰემი, ბოიდ ჰოლბრუკი

ლუის მენკინს სულ ხუთი კვირაღა დარჩა ციხიდან გამოსვლამდე, სადაც 26 წელი გაატარა, თუმცა თავისუფლებას რისკის ქვეშ დააყენებს, რათა ერთი ახალგაზრდა, სახელად ბიჩერი, ბანდების სასტიკი დაპირისპირებისგან დაიცვას. (O.G. აფრო ამერიკული სლენგია, პირდაპირ იშიფრება, როგორც ORIGINAL GANGSTER, მაგრამ სლენგში იხმარება როგორც “უფროსი კაცის” მნიშვნელობით. O.G. არის ვეტერანი განგსტერი, რომელმაც თავის დროზე თავისი საქმე გააკეთა, ახლა ცოტა ასაკშია, წყნარად ცხოვრობს და დაჯგუფების დანარჩენი წევრები პატივის სცემენ.

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2007

სკაფანდრი და პეპელა

ჟანრი: ბიოგრაფიული / დრამა

რეჟისორი: ჯულიან შნაბელი

როლებში: მატიე ამალირიკი, ემანუელ სენე, მარი-ჟოზე კროზი, ენ კონსინი, პატრიკ შენე, ნილს არესტრუპი,

ჟურნალ “ელე ფრანსეს” რედაქტორმა - ჟან-დომინიკ ბობიმ, 1995 წელს, 43 წლის ასაკში ინსულტი გადაიტანა, რის შედეგადაც სრულიად პარალიზებული იყო. პარალიზებას მხოლოდ მარცხენა თვალი გადაურჩა, რომლიც მეშვეობითაც გვერდით მჯდომ ადამიანს ანიშნებდა, როდესაც ის საჭირო ასობგერას წარმოთქვამდა. ჟან-დომინიკმა ასე მთელი თავისი შინაგანი სამყაროს შესახებ მოყოლა შეძლო.

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2018

აჩქარება

ჟანრი: დრამა / სპორტული

რეჟისორი: ეიტირო ხასუმი

როლებში: მასახირო ხიგასიდე, მაკენიუ არატა, აოი მორიკავა, ტაკუმი კიტამურა, კეიტა მატიდა, კოტარო იოსიდა, მარკ ჩინერი, მეთ როულესი

უფროსი ძმა აცუხირო სარბოლო გუნდის მთავარი მექანიკოსი და ინჟინერია. უმცროსი ნაოძუმი ნიჭიერი მრბოლელი, რომელიც ცნობილია მისი უგუნური მართვის სტილით, რაც ძმებს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდება…

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2018

ლამაზი ბიჭი

ჟანრი: ბიოგრაფიული / დრამა

რეჟისორი: ფელიკს ვან გრუნინგენი

როლებში: სტივ კარელი, ტიმოტი შალამე, მორა ტირნი, კრისტიან კონვერი, ოკლი ბული, კეიტლინ დივერი, ემი რაიანი, სტეფანი სკოტი, ჯულიან უორკსი, კე ლოურენსი

დევიდ შეფის მემუარების ეკრანიზაცია მამაზე, რომელიც მისი ნარკომანი ვაჟის უფსკრულში ვარდნას უმწეოდ ადევნებდა თვალს. ფილმი მეტამფეტამინებზე დამოკიდებულ ახალგაზრდა ნიკ შეფზე მოგვითხრობს, რომლის მამა დევიდ შეფი მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, ლოს-ანჯელესში გაემგზავრება, სადაც სასამართლოში მათი ვაჟის მეურვეობის საქმის განხილვა დაიწყება. დევიდი გაიმარჯვებს, მაგრამ გამარჯვების სიხარული ნიკის მეტამფეტამინებზე დამოკიდებულობის გაგებით გაუფერულდება. ნარკოტიკებზე დამოკიდებულება მთელ ოჯახზე ცუდად აისახება, და მისი ვაჟის სიყვარულის მიუხედავად, დევიდი იძულებულია მკაცრად ებრძოლოს ნიკის დამოკიდებულებას. ნარკოტიკების გავლენის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა ნიკი ადამიანურ სახეს კარგავს, ქურდობს, უკონტროლო და საშიშ მოზარდად გარდაიქმნება. იყო ასევე ნათელი მომენტები, როდესაც მკურნალობის შედეგად, მთავარი გმირი საკმაოდ ხანგრძლივი ინტერვალით წყვეტდა ნარკოტიკების მიღებას. თუმცა, შემდეგ კვლავ უბრუნდებოდა ნარკოტიკებს. შეძლებს მოსიყვარეულე მამა ნიკის დახმარებას, თუ ამფეტამინის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდება?…

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2017

გაქცევის ოსტატი

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ონლი ნაუ ეკსისტინი

როლებში: ალეკს მილერი, გრანტ ლიფმანი, ბრიანა კელუმი, კევინ კალიბერი, ზახარი ხევნი, ვიკტორია რედალი, კოლინ ელისი, კრისტოფერ ბასკერვილი, დინ ინგლენდი, ჰლოია ბერმანი

საზოგადოებაში და პოლიტიკაში იმედგაცრუებული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც რთული ბავშვობა ჰქონდა, გადაწყვეტს საკუთარი ბლოგის გახსნას, სადაც ის გამოთქვამს აზრებს, რომ საბოლოო ჯამში რევოლუციური მოძრაობის ჩამოყალიბება გამოიწვიოს…

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2017

უბრალოდ შესანიშნავი

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ადამ გარნეტ ჯონსი

როლებში: სარა კოლასკი, დენ ბირნი, რიჩარდ კლარკინი, მერედიტ ჩისბრო, ლინდსეი ლიზი, იენ ფიშერი, ფარა მერანი, ჯილიან ფერიე, ჯონ ჯარვისი

ახალგაზრდა წყვილს გადაწყვეტს დაქორწინებას, მაგრამ მოულოდნელად მათ ცხოვრებაში პატარძლის ძველი მეგობარი დევიდი გამოჩნდება…

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2018

ვან გოგი

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: სერგეი ლივნევი

როლებში: ალეკსეი სერებრიაკოვი, დანიელ ოლბრიხსკი, ელენა კორენევა, პოლინა აგურეევა, ნატალია ნეგოდა, ალეკსანდრ სირინი, სვეტლანა ნემოლიაევა, ოლგა ოსტროუმოვა, იოლა სანკო, ევგენი ტკაჩუკი

79 წლის მამის და 53 წლის ვაჟის დარამატული ამბავი. მამა – ცნობილი დირიჟორია. ვაჟი – წარუმატებელი მხატვარი. ისინი ქვეყნის სხვადასხვა ბოლოში ცხოვრობენ, და ამით ორივე კმაყოფილია. მათი ურთიერთობა დიდი ხანია სიძულვილად იქცა. მამა მის ვაჟს მისი ბავშვიბის მეტსახელით პტიცინით მიმართავს, და ეს ვაჟს აიზიანებს. ვაჟი მის მამას თქვენო უდიდებულესობით მიმართავს, და ეს მამას აღოზიანებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც მამას სასიკვდილო დაავადებას აღომუჩენენ, მამა და ვაჟი სიძულვილიდან სიყვარლამდე რთული გზის გავლას იწყებენ…

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2017

წითელი ეფექტი

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ჯორდან მილერი

როლებში: რეიჩელ ადაი, ნატის აიშა, ტრეისი ალინი, ვალერი ბარნუმი, კამარი ბარი, სკოტ ბელმანი, ტრევის კოკსი, ტრევორ დევისი, შადე ფერგიუსონი, ჯენის ფრენსისი, დომენიკ ინზეო, მაიკლ ჯონსი, ჯენიფერ კაჩელი, ემი მაკი, რიკარდო მარტინესი

დაძაბულობა იზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ვაშინგტონის საზოგადოებაში, თეთრების მიერ უიარაღო შავი მოზარდის მკვლელობის შემდეგ…

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2019

მინა

ჟანრი: დრამა / კრიმინალური / ტრილერი / ფანტასტიკა

რეჟისორი: მ. ნაიტ შიამალანი

როლებში: ანია ტეილორ-ჯოი, ჯეიმს მაკევოი, სარა პოლსონი, ბრიუს უილისი, სემიუელ ლ. ჯეკსონი, სპენსერ ტრიტ კლარკი, ლიუკ კირბი, ჯეინ პარკ სმიტი, კაილი ზიონი, ნინა უისნერი

ფილმი 2000 წლის “გაუტეხავის” და 2016 წლის “სპლიტის” (გახლეჩილი) პირდაპირი სიქველია, სადაც მოვლენები “სპლიტის” ფინალის შემდეგ ვითარდება. ფსიქიატრი ელის სტეიპლი, განსაკუთრებული ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტებს მკურნალობს, რომლებიც თავს სუპერშეშაძლებლობების მფლობელებად მიიჩნევენ. ელისის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა იმუშაოს პაცინტებთან – კევინ კრამბი, იდენტობის დისოციაციური აშლილობით დაავადებული და ზეშესაძლებლობების მქონე იდუმალი მამაკაცი მეტსახელად “მხეცი”, ასევე ინვალიდი-ტერორისტი ელაიჯა პრაისი, იშვიათი დაავადების გამო მეტსახელად “მისტერ შუშა” და მოხუცი სუპერგმირი დევიდ დანი, რომელიც არა მხოლოდ წარმოუდგენელ ძალას და ამტანობას ფლობს, არამედ ასევე ადამიანების აზრების წაკითხვა შეუძლია და მხოლოდ ერთი შეხებით მისი ბნელი წარსულის შესახებ გებულობს. ფსიქიატრი სტეიპლი, დარწმუნებულია, რომ მან იცის, თუ როგორ უნდა განკურნოს ამ უჩეულო ადამიანების ფსიქიკური გადახრა, და მათ ერთ კლინიკაში მოთავსებას გადაწყვეტს, მაგრამ მას წარმოდგენა არ ქონდა ამ დამღუპველი გადაწყვეტილების შედეგებზე. მისტერ შუშა, რომელსაც მხეცის უკიდურესი ძალის გამოყენება სურს, მასში კევინს გააღვიძებს და მისი დახმარებით კლინიკიდან გაიქცევა, ხოლო მას დევიდ დანი დაუპირისპირდება, რომელიც კეისი კუკთან გაერთიანებს ძალებს – მხეცის მიერ გატაცებულთაგან ერთადერთი გადარჩენილი გოგონა…

გახმოვანებულია რუსული