წელი: 2018

თეთრი ბიჭი რიკი

ჟანრი: დრამა / კრიმინალური

რეჟისორი: იან დემანჟი

როლებში: მეთიუ მაკონაჰი, რიჩი მერიტი, ბელ პაულ, ჯენიფერ ჯეისონ ლი, ბრაიან ტაირი გენრი, რორი კოკრეინი, არჯეი საილერი, ჯონატან მეიჯერსი, ედი მარსანი, ტეილორ პეიჯი

ნამდვილი ამბავი დეტროიტში მცხოვრებ მოზარდზე რიჩარდ ვერეში-უმცროსი, რომელიც 1980-იან წლებში კოკაინით ვაჭრობას დაიწყებს და სწრაფადვე ქალაქის ნარკოტრაფიკის მწვერვალზე მოხვდება. მთავარი გმირი ადგილობრივ ნარკობიზნესში მთავარი ფუგურა გახდება, რომელიც იმ დროისთვის მხოლოდ შავკანიან ნარკოდილერებს ეკუთვნოდათ. 17 წლის რიჩარდი შავკანიანი “ავტორიტეტების” ნდობას მოიპოვებს და კოკაინის უზარმაზარი პარტიის მიმწოდებელი გახდება. ის ერთდროულად ახერხებდა გამოძიების ფედერალური ბიუროსთან და ნარკოტიკების მოხმარების კონტროლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას. მაგრამ მის დაპატიმრებას ესეც ვერ უშველის – ვერეში იმ დროს, მხოლოდ 17 წლის იყო და მას სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან ვადაზე ადრე განთავისუფლების უფლების გარეშე…

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2018

შემდეგ შენ გამოჩნდი

ჟანრი: დრამა / კომედიური / satavgadasavlo | სათავგადასავლო

რეჟისორი: პიტერ ჰატჩინგსი

როლებში: ეისა ბატერფილდი, ნინა დობრევი, მეისი უილიამსი, პეიტონ ლისტი, კენ ჟონგი, ტაილერ ჰეკლინი, სონია უოლგერი, დევიდ კიოკნერი, ტიტუს ბერჯესი, ბრიანა ვენსკუსი

განუკურნებელი სენით დაავადებული ახალგაზრდა ენერგიული გოგონა სახელად სკაი, ერთ დღეს 19 წილის კელვინის გაიცნობს – ადგილობრივ აეროპორტში მომუშავე იპოქონდრიკი, რომელიც იძულებული გახდება საკუთარ შიშებს დაუპირისპირდეს, როდესაც სკაი მას თავისი სიკვდილისწინა ექსცენტრიული სიის შედგენის დახმარებას სთხოვს. კელვინი გოგონას სიის ყველა პუნქტის შესრულებაში ეხმარება, და ამავე დროს საკუთარ შიშებთან დაპირისპირებას და დაძლევას სწავლობს, რომლის დროსაც ლამაზი და ერთი შეხედვით მიუწვდომელი ლიზი შეუყვარდება…

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2018

შავი მდინარე

ჟანრი: დეტექტივი / დრამა / კრიმინალური / ტრილერი

რეჟისორი: ერიკ ზონკა

როლებში: ვენსან კასელი, რომენ დიურისი, სანდრინ კიბერლენი, ელოდი ბუშე, შარლ ბერლინგი, აფსია ერზი, ჟერომ პული, ფელიკს ბაკი, ლორენა ტელიე, სტეფან ვოიტოვიჩი

იმედგაცრუებული პოლიციელი და უყურადღებო მამა ფრანსუა ვისკონტი, რომელსაც ალკოჰოლთან აქვს პრობლემები, გაუჩინარებული 16 წლის მოზარდის დენი არნოის საქმეს იძიებს. თავად ფრანსუას იგივე ასაკის გაუცხოეებული ვაჟი ჰყავს, რომელთანაც მას არ აქვს ძალიან კარგი ურთიერთობები. გამოძიების პროცესში მთავარ გმირს დაკარგული ბიჭის ყოფილი პედაგოგი იან ბელელი უერთდება, რომელიც იმავე შენიბაში ცხოვრობს და ძალიან სურს დაეხმაროს მას, დაკარგული მოზარდის პოვნაში…

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2019

სიმშვიდე

ჟანრი: დეტექტივი / დრამა / ტრილერი / ფანტასტიკა

რეჟისორი: სტივენ ნაიტი

როლებში: მეთიუ მაკონახი, ენნ ხეტეუეი, დაიან ლეინი, ჯეისონ კლარკი, ჯიმონ ხონსუ, ჯერემი სტრონგი, შარლოტა ბატლერი, დევიდ ბატლერი, რაფაელ საიეხი, მაიკლ რიჩარდი

დილ ბეიკერი – მცირე თევზმჭერი გემის კაპიტანია, რომელიც კარიბის ზღვაში მდებარე პატარა კუნძულზე მშვიდად ცხოვრობს. მაგრამ ერთ დღეს მთავარი გმირის მშვიდი ცხოვრება დაინგრევა, როდესაც მოულოდნელად მას მისი სასოწარკვეთი ყოფილი ცოლი კარენი დახმარების თხოვნით მიმართავს. კარენი, დილის თავისი ახალი მოძალადე ქმრისგან, საკუთრი თავის და მათი საერთო ვაჟის გადარჩენას სთხოვს. გაბრაზებული მთავარი გმირი, კარენის მოძალდე ქმრის მოტყუებით ღია ზღვაში სათევზაოდ წაყვანას და მის ზვიგენებით სავსე ზღვაში გადაგდებას გადაწყვეტს. თუმცა კარენის უეცარი გამოჩენა დილის იმ ცხოვრებში დაბრუნებას აიძულებს, რომელსაც ის მთელი ძალებით ცდილობდა დავიწყებას. თანდათანობით დილის სამყარო ახალ მწარე რეალობაში იძირება…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

მადმუაზელ დე ჟონკიერი

ჟანრი: დრამა / melodrama | მელოდრამა

რეჟისორი: ემანუელ მურე

როლებში: სესილ დე ფრანსი, ედუარდ ბაერი, ალის ისააზი, ნატალია დონჩევა, ლორე კელამი, მანონ ნეზე, არნო დიუპონი, ჟიულეტ ლორანი, კორინ ვალანკონი, ედიტ პრუსტი

ახალგაზრდა ქვრივი მადამ პომერაი ცხოვრობს გულჩათხრობილი წესით მანამ, სანამ სამეფო კარი არ დანიშნავს მას ახალ საქმროზე, მარკიზ არსისზე. მაგრამ მამაკაცი არ არის დაინტერესებული მისი ახალი მეუღლით. სულის სიღრმეში დაჭრილი გმირი ქალი გადაწყვეტს მასზე შურისძიებას…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2019

ხუანიტა

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: კლარკ ჯონსონი

როლებში: ელფრი ვუდარდი, ეშლი ეტკინსონი, ლინდსლი რეჯისტერი, ადამ ბიჩ, ლატანია რიჩარდსონ ჯეკსონი, ბლერ ანდერვუდი, მარკუს ჰენდერსონი, ელეინ მალზი, სემ ჰენინგსი, ბერი ჯ. რეტკლიფი

დრამატული როუდ-მუვი ცხოვრებისეული პრობლემებით გადატვირთული და წარუმატებელი სიყვარულით გადაღლილი, სასოწარკვეთილი მარტოხელა-დედის ხუანიტას შესახებ, რომელიც ოცნების ხელოვნებას ითვისებს, მაგრამ რა მოხდება მაშინ, როდესაც იგი უფრო მეტს მოისურვებს? ხუანიტა იმედს და თავისი სულის განკურნებას იმპროვიზირებულ მოგზაურობაში ეძებს. მთავარი გმირი მისი ზრდასული და უმადური შვილების მიტოვებას გადაწყვეტს, ავტობუსში ჯდება და ახალი ცხოვრების დასაწყებად მონტანაში მიდის, სადაც ის საკუთარი ცხოვრების გადახედვას და ქარიზმის პოვნას ახერხებს.

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

ჩრდილი ქართულად

ჟანრი: დრამა / ისტორიული / მძაფრ–სიუჟეტიანი

რეჟისორი: ჩან იმოუ

როლებში: DENG CHAO ბეტი სუნი RYAN ZHENG KAI GUAN XIAO TONG WANG QIAN-YUAN

ამბავი მეფისა, რომელიც ცდილობს უხელმძღვანელოს სამშობლოდან გამოძევებულ საკუთარ ხალხს და მათ შესახებ, ვინც თამაშობს გარკვეულ როლს მის მისტიურ გეგმებში.

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2018

ბედნიერი ლაზარო ქართულად

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ალიჩე რორვახერი

როლებში: ადრიანო ტარდიოლო, აგნესა გრაციანი, ლუკა ჩიქოვანი, ალბა რორვახერი, სერხი ლოპესი, ნატალინო ბალასო, ტომაზო რანიო, ნიკოლეტა ბრასკი, მადალენა ბაიოკო

მეგობრობა აკავშირებთ ახალგაზრდა უპატიოსნესს გლეხ ლაზაროს და არისტოკრატების ოჯახის წარმომადგენელ, აზნაურ ტანკრედს. მათ იზოლირებულ, პასტოლარულ სოფელში უფროსობს საშინელი ალფონსინა დე ლუნა, სიგარეტების დედოფალი. მეგობრობა საფრთხის წინაშე დგება, როდესაც ტანკრედი, ლაზაროს, მისთვის მიუღებელი სამუშაოს გაწევას თხოვს…

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2019

ცივი დევნა

ჟანრი: ბოევიკები / დრამა / ტრილერი

რეჟისორი: ჰანს პეტერ მულანდი

როლებში: ლიამ ნისონი, ლორა დერნი, ემი როსამი, ტომ ბეიტმანი, უილიამ ფორსაიტი, ჯულია ჯონსი, დევიდ ო’ხარა, სომენიკ ლომბარდოზი, ელისია როტარუ, ემილი მედისონი

2014 წლის ნორვეგიური ფილმის “სულელური საქმე” რიმეიკი მშვიდი და შრომისმოყვარე თოვლსაწმენდი მანქანის მძღოლის სახელად ნელსის შესახებ, რომელიც საკურორტო ქალაქის ცხოვრების წყაროა, რადგან იგი ერთადერთია, ვინც გზებს თოვლისგან ასუფთავებს. ის და მისი მეუღლე ტურისტებისგან შორს მთაში კომფორტულად ცხოვრობენ, მაგრამ ერთ დღეს ნელსი იძულებული გახდება თავისი მშვიდი მთის ცხოვრება დატოვს, როდესაც მის შვილს ნარკომოვაჭრეები მოკლავენ. როგორც ადამიანი, რომელსაც არაფერი აქვს დასაკარგი, ის შურისძიების სასიკვდილო განაჩენს მოაწერს ხელს. მთავარი გმირი თავისი ნადირობის უნარებს იყენებს და ჩვეულებრივი ადამიანისგან კვალიფიციურ მკვლელად გადაიქცევა. გამწარებული ნელსი, კარტელის განადგურებას გადაწყვეტს და განგსტერის, მეტსახელად “ვიკინგის” წინააღმდეგ ომს იწყებს, რომელიც არავის (თითქმის) არ დატოვებს უვნებელს…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2019

ჩვენ ახალგაზრდები ვკვდებით

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ლაიორ გელერი

როლებში: ჟან-კლოდ ვან დამი, გარი ბიდლი, კერი ბენეტი, ნიკოლო ბესიო, ჯიმ ცეზარი, რობინ კარა, დევიდ კასტანედა, ოუენ დევისი, ურიელ ემილი, ლაურა გიოში, მიგელ ხარიჩი

დრამატული ამბავი ვაშინგტონის კრიმინალურ უბანში მცხოვრები 14 წლის იმიგრანტი ლუკასის შესახებ, რომელიც მთელი ძალებით ცდილობს მისი 10 წლის ძმა დანაშაულებრივი სამყაროსგან დაიცვას. ერთ დღეს ახალგაზრდა გმირები მათ ახალ მეზობელს, ავღანეთის ომის ვეტერანს დენიელს (ჟან-კლოდ ვან დამი) გაიცნობენ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პოსტტრავმული სინდრომით იტანჯება. ახალი მეგობრის დახმარებით სასოწარკვეთილი ლუკასი იმედოვნებს, რომ ის თავის ძმას დაუნდობელ კრიმინალურ სამყაროს კლანჭებიდან გამოსტაცებს…

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2018

ქრიდი 2

ჟანრი: დრამა / მძაფრ–სიუჟეტიანი

რეჟისორი: STEVEN CAPLE JR.

როლებში: ტესა ტომპსონი მაიკლ ბ. ჯორდანი სილვესტერ სტალონე

როკი ბალბოა ამზადებს ახალგაზრდა ჩემპიონ ადონის ქრიდს, რომელიც ვიქტორ დრაგოს, ივან დრაგოს შვილის წინააღმდეგ უნდა წარსდგეს რინგზე... როკი ბალბოა ამზადებს ახალგაზრდა ჩემპიონ ადონის ქრიდს, რომელიც

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2018

სასიკვდილო კლასი

ჟანრი: დრამა / სერიალები

რეჟისორი: ლი ტოლანდ კრიგერი

როლებში: ბენჟამინ ვედსვორტი, ლანა კონდორი, ლიამ ჯეიმსი, ბენედიკტ ვონგი, კეროლინ ანდერსონი, ჯეისონ ასუნსიონი, ერიკა სერა, ტეილორ ჰიკსონი, ბარი ნერლინგი, რაიან რობინსი

რიკ რემენდერის ამავე სახელწოდების კომიქსების მოტივებზე გადაღებული სერიალი, რომელშიც მოვლენები 1980-იან წლებში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში – უსახლკარო მოზარდი მარკუს ლოპესია, რომელიც შემთხვევით მკვლელებისთვის განკუთვნილ ელიტარულ კერძო სკოლაში მოხვდება, სადაც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კრიმინალების შვილებს მკვლელობის ხელოვნებას ასწავლიან, რათა მათ თავიანთი მშობლების საქმე გააგრძელონ. მაგრამ მარკუსი თავიდანვე გარიყული გახდება, რადგან ის გარკვეული მორალური პრინციპების ერთგულია, რომელიც მკვლელის პროფესიასთნ შეუთავსებელი აღმოჩნდება. სასტიკი თანატოლებით გარსშემორტყმული, მთავარი გმირი სკოლის იერარქიაში თავისი ადგილის პოვნას ცდილობს, თუმცა მორალური კოდექსისადმი ერთგულებამ შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენებს მისი სიცოცხლე…

გახმოვანებულია რუსული , ინგლისური

წელი: 2018

ფერფლი თოვლში Ashes in the Snow

ჟანრი: დრამა / რომანტიკა

რეჟისორი: MARIUS A. MARKEVICIUS

როლებში: Martin Wallström , Sam Hazeldine , BEL POWLEY

16 წლის ლინა ვიკასის ამბავი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ბალტიისპირეთიდან ციმბირში გადაასახლეს. გულანთებული ხელოვანი სულისშემძვრელ გზას თავის ნახატებთან ერთად გადის.

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2018

ქვრივები Widows

ჟანრი: დრამა / კრიმინალური

რეჟისორი: Iain Canning

როლებში: უივერი ჯეკი უივერი , Jamal Manning ,Cynthia Erivo

შეტაკების დროს პოლიცია ოთხი მძარცველის სიცოცხლეს შეიწირავს. მათ ქვრივებს არაფერი აქვთ საერთო გარდა ერთისა: მათ უნდა დაასრულონ დაწყებული საქმე, დაუსხლტნენ პოლიციას, ჩამოიტოვონ კონკურენტები და რაც მთავარია, გაარკვიონ თუ ვინ ჩაუშვა მათი ქმრები.

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2018

დოგმენი Dogman

ჟანრი: დრამა / კრიმინალური / ტრილერი

რეჟისორი: Matteo Garrone,

როლებში: Marcello Fonte , Proprietario Ristorante

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, სადაც მოვლენები გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს იტალიაში ვითარდება და გრუმერის მიერ რომის გარეუბანში ჩადენილი ხმამაღალი მკვლელობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ომის შემდგომ იტალიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაული გახდება

გახმოვანებულია ქართული