წელი: 2019

ჯადოსნური პარკი

ჟანრი: Multfilmebi | მულტფილმები | საბავშვო | animaciuri / კომედიური / satavgadasavlo | სათავგადასავლო / ფანტასტიკა

რეჟისორი: ჯოშ აპელბაუმი, ანდრე ნემეცი, რობერტ გორდონი

როლებში: სოფია მალი, ჯენიფერ გარნერი, კენ ჰადსონ კემპბელი, კენან ტომპსონი, მილა კუნისი, ჯონ ოლივერი, კენ ჟონგი, ნორბერტ ლეო ბატცი, მეთიუ ბროდერიკი, ბრიანა დენსკი

ძალზედ პოზიტიური და ურთიერთობის მოყვარული პატარა გოგონა სახელად ჯუნი, საოცარი ფანტაზიის უნარით არის დაჯილდოებული. ერთ დღეს მეოცნებე გოგონა ტყეში დამალულ ჯადოსნურ გასართობ პარკს სახელწოდებით “საოცრებათა ქვეყანას” აღმოაჩენს, რომელიც ფანტასტიკური ატრაქციონებით და მოსაუბრე სასაცილო ცხოველებით არის სავსე. თუმცა ორი პრობლემაა – პირველი ის, რომ ეს ჯადოსნური ადგილი ნელ-ნელა ცარილდება და ქრება, ხოლო მეორე ის, რომ ეს ადგილი გოგონას წარმოსახვის ნაყოფია. და თუ ეს ასეა, მაშინ პარკზე და მისი ბინადრებზე ჯუნი აგებს პასუხს. ახლა ის ერთადერთია, ვისაც პარკის გადარჩენა შეუძლია, ამიტომ მთავარი გმირი ცხოველებთან ერთიანდება, რათა გადაარჩინოს ეს ჯადოსნური ადგილი და კვლავ დააბრუნოს საოცრება “საოცრებათა ქვეყანაში”…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2019

იდუმალი მკვლელობა

ჟანრი: დეტექტივი / კომედიური

რეჟისორი: კაილ ნიუაჩეკი

როლებში: ადამ სენდლერი, ჯენიფერ ენისტონი, ლიუკ ევანსი, ჯემა არტერტონი, ჯეკი სენდლერი, ოულავიურ დარი ოულაფსონი, ჯონ კანი, ტერენს სტემპი, სიორი კუცუნა, ელენ კარდონა, დევიდ უოლიამსი, ადილ ახტარი, სუფე ბრედშოუ, პილარ ჰოლენდი, ჰელენა მარი პატი, როუზ მარია ვილდე

ნიუ-იორკელი პოლიციელი ნიკი და მისი მეუღლე ოდრი ევროპაში დიდი ხნის ნანატრ მოგზაურობაში მიდიან, სადაც ფრენის დროს ისინი შემთხვევით გავლენიან მამაკაცს გაიცნობენ, რომელიც მათ მოხუცი მილიარდელის, მალკოლმ ქინსეს სუპერ-იახტაზე გასამართ ოჯახურ შეკრებაზე დაპატიჟებს. მაგრამ როდესაც მილიარდელი, მოულოდნელად იდუმალი მკვლელის ხელით მოკვდება, ნიუ-იორკელი სტუმრები მთავარი ეჭვმიტანილები გახებიან. ახლა გმირებს დამნაშავის პოვნა და მისი დასჯა მოუწევთ…

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2018

რელაქსერი

ჟანრი: კომედიური / ფანტასტიკა

რეჟისორი: ჯოელ პოტრიკუსი

როლებში: ჯოშუა ბიორჯი, დავიდ დასტმალჩიანი, ანდრე ჰაილანდი, მახფუზ რახმანი

მოვლენები 1999 წლის მიწურულს მოახლოვებული აპოკალიფსის დროს ვითარდება და ერთი უქნარას, სახელად ების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მდივანიდან უკანალის აუწევლად ვიდეო-თამაშ Pac-Man-ში 256-ე დონის მიღწევის მისი უფროსი ძმის, კემის უკანასკნელ გამოწვევას მიიღებს. ახლა, სანამ ვიდეო თამაშის 256-ე დონე არ იქნება დაპყრობილი, მეგობრების და ახლობლების გარემოცვაში საკვების და წლის გარეშე სასტუმროს აყროლებულ ნომერში მყოფ, მთავარ გმირის ვერავითარი მოახლოვებული აპოკალიფსი ვერ ააყენებს დივანიდან…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2019

მახინჯი თოჯინები

ჟანრი: Multfilmebi | მულტფილმები | საბავშვო | animaciuri / კომედიური / satavgadasavlo | სათავგადასავლო / საოჯახო / ფანტასტიკა

რეჟისორი: კელი ესბიორი

როლებში: კელი კლარკსონი, ნიკ ჯონასი, ჟანელ მონე, ბლეიკ შელტონი, პიტბული, გაბრიელ იგლესიასი, ვანდა საიკსი, ვან ლიხომი, ჩარლი XCX, ბიბი რეკსა

ანიმაციური კომედია ჯადოსნურ სამყაროში მცხოვრები ლეგენდარული “მახინჯი თოჯინების” შესახებ. ამ სამყაროს თითოეული მკვიდრი უნიკალურია: მათი ხასიათით, ჰობით, მისწრაფებებით და ისტორიებით. სიუჟეტის ცენტრში – მოქსი და მისი მრავალრიცხოვანი ერთგული და ენერგიული მონსტრი-მეგობრები არიან. მოქსი – გადარეული და დაუღალავი წვეულებების მოყვარული მწვანე თოჯინაა. მისი უფროსი ძმა ოქსი უფრო მოკრძალებული და ჩახუტბის დიდი მოყვარული თოჯინაა, რომელიც არავის არასოდეს არ დატოვებს გასაჭირში. ასევე სამკუთხედი თოჯინა სახელად აბიმა და მისი ბიძაშვილი ვეიჯი, რომელიც ადგილობრივი სუპერმარკეტის პასუხისმგებლიანი თანამშრომელია, რომლის ხელმძღვანელობა ვერც კი ამჩნევს მის შრომას, არადა რომ არა ის, მაღაზიაში ასეთი წესრიგი იქნებოდა? ხოლო მისი საუკეთსო მეგობარი ბაბო – დიდი ნაცრისფერი კეთილი თოჯინაა, რომელიც ყოველთვის მზად არის დაგეხმაროს და გაგამხიარულოს. ესენი და სხვა გმირები ყველას დაუმტკიცებენ, რომ გარეგნობა არაფერს ნიშნავს, რადგან როდესაც შენ კეთილი გული გაქვს და უამრავი მეგობარი გყავს – ყველაფერი გკიდია!…

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2006

კონკიას ახალი თავგადასავალი

ჟანრი: Multfilmebi | მულტფილმები | საბავშვო | animaciuri / კომედიური / satavgadasavlo | სათავგადასავლო / საოჯახო / ფანტასტიკა / ფილმები ქართულად

რეჟისორი: პოლ ჯ ბოლჯერი, ივეტ კაპლანი

როლებში: ჯორჯ კარლინი, ჯონ დიმაგიო, ენდი დიკი, სარა მიშელ გელარი, ლიზა კაპლანი, ჯილ ტალლი

ავაზაკთა კავშირს, ფრიდას მეთაურობით, ზღაპრული სამყაროს დაპყრობის იმედი აქვს. მაგრამ როდესაც ელა ხვდება, რომ დედინაცვალს მისი ზღაპარული ცხოვრების დასრულება განუზრახავს, იგი ვითარებას დრამატულად შემოატრიალებს და წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერად იქცევა…

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2018

ავბედი ბონგი 777

ჟანრი: ბოევიკები / კომედიური / საშინელება

რეჟისორი: ჩარლზ ბენდი

როლებში: სონი კარლ დევისი, რობინ სიდნი, ჯესიკა მორისი, მინდი რობინსონ

კომედიური ჟანრის საშინელებათა ფილმი მოგვითხრობს ების ამბას, რომელმაც ერთხელ გადაწყვიტა მეგობრებთან ერთად კარგად გაერთოს, რისთვისაც ისინი გაემგზავრებიან ცნობილ ცოდვების ქალაქში ლოს-ვეგასში…

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2019

ყოველთვის ჩემი იყავი

ჟანრი: კომედიური / melodrama | მელოდრამა

რეჟისორი: ნახნატჩკა კხანი

როლებში: ალი ვონგი, რენდოლ პარკი, კიანუ რივზი, მია ჩეხი, შარლინ ი, დენიელ დე კიმი, კარან სონი, კეისი უილსონი, სიუზენ პარკი, მიშელ ბიუტო

ცნობილი შეფმზარეული გოგონა – საშა, სან-ფრანცისკოში ახალი რესტორნის გახსნის წინ მშობლიურ მხარეში ბრუნდება, სადაც ბედის მას მისი ბავშვობის შეყვარებულთან, მარკუსთან შეახვედრებს, რომელიც 15 წელი არ უნახავს. მარკუსი კლიმატის სისტემების დამონტაჟებაზე მამასთან ერთად მუშაობს და ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებებზე მუსიკოსად გამოდის. გმირებს შორის კვლავ მეგობრობა იბადება და ისინი დროის ერთად გატარებას იწყებენ. ამავე დროს საშას მეუღლე შეატყობინებს, რომ მან ქორწილის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. შეუმდგარ პატარაძალს დაძაბულობის გადალხვაში, ბუნებრივია, მარკუსი ეხმარება, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა პირველი ნაბიჯის გადადგმა რომანტიულ მიმართულებაში. როდესაც მარკუსი საბოლოოდ გამბედაობას მოიკრეფს, აღმოჩნდება, რომ საშას გულის მოპოვების ბრძოლაში მას ახალი კონკურენტი გამოუჩნდა – წარმოუდგენლად მიმზიდველი და მომხიბვლელი მამაკაცი, რომლის წინააღმდეგ კონდიციონერების უბრალო მემონტაჟეს და პატარა მუსიკოს არავითარი შანსი არ აქვს…

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2013

ვითომ შეყვარებული

ჟანრი: კომედიური / melodrama | მელოდრამა / რომანტიკა / ფილმები ქართულად

რეჟისორი: დავიდ მორო

როლებში: ვირჟინი ეფირა, პიერე ნინიე, შარლ ბერლინგი, ჟილ კოენი, ამელი გლენი, კამილა ჯეპი

პრიალა ჟურნალის მოდის რედაქტორს ალისა ლანტენს აქვს იდეალური გემოვნება, ჩინებული რეზიუმე და “რკინის ლედის” რეპუტაცია. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს უფროსობა მიანიშნებს, რომ ახალგაზრდული გამოცემა უნდა წარმართოს უფრო გაბედულმა და პროვოკაციულმა ადამიანმა.

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2019

სტოკჰოლმი

ჟანრი: დრამა / კომედიური / კრიმინალური

რეჟისორი: რობერტ ბუდრო

როლებში: მარკ სტრონგი, ნუმი რაპასი, იტან ჰოუკი, კრისტოფერ ჰეიერდალი, ტორბიოტნ ჰარი, ბი სანტოსი, შანტი რონი, მარკ რენდალი, ჯონ რალსტონი

დრამატული თრილერი 1973 წელს შვედეთში მომხდარი ბანკის ცნობილი ძარცვის შესახებ, რომელიც ფსიქოლოგიაში ახალი ტერმინის “სტოკჰოლმის სინდრომის” საფუძვლად იქცევა. 1973 წლის 23 აგვისტოს ციხიდან გაქცეული დამნაშავე იან-ერიკ ულსონი სტოკჰოლმის ბანკში “Kreditbanken” ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრება და იქ მყოფ ოთხ ადამიანს მძევლად აიყვანს. რამდენიმე დღის შემდეგ, ულსონს პოლიცია განაიარაღებს, მაგრამ მძევლები ბანკის მძარცველს და მის თანამზრახველს დაიცავენ, რომლებიც პოლიციის ქმედებებს დაგმობენ. მოგვიანებით ერთ-ერთი თავდასხმელი მის ყოფილ მძევალს ქრისტინე ენმარკს დაუმეგობრდება. საბოლოოდ ეს ამბავი ფსიქოლგიაში პოპულარული ტერმინის წარმოშობას გამოიწვევს, რაც დაზარალებულის უჩვეულო ქცევას აღწერს, რომელიც თავის თავს დამაშავესთან აიგივებს და მის მოტივებს ამართლებს.

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2014

სპორტში მხოლოდ გოგონები არიან

ჟანრი: კომედიური / სპორტული / ფილმები ქართულად

რეჟისორი: ევგენი ნევსკი

როლებში: ლიანკა გრიუ, ალეკსანდრ გოლოვინი, ეკატერინა ვილკოვა, ილია გლინიკოვი, ალეკსანდრ ვედმენსკი, მიხაილ ტრუხინი, ალიონა ჩეხოვა, ალეკსეი ზოლოტოვიცკი

სამი სნოუბორდისტი მეგობარი, მოხვდება სიცოცხლისათვის საშიშ ცვლილებაში. დევნისგან თავის დაღწევით, ბიჭები აღმოჩნდებიან ქალთა სნოუბორდისტთა გუნდში…

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2019

სამეფო კარის წმენდა

ჟანრი: კომედიური

რეჟისორი: არა პაიაია

როლებში: ლუ ფერინიო, ანა ჰატჩინსონი, ენგუს მაკფადიენი, მედისონ მაკინლი, ადამ ბონდი, ელენ ევანსი, არმანდო გუტიერეზი, რაიკერ ლინჩი, რუტ ჰოროკსი, ვალენტინა ნოვაკოვიჩი

სრულმეტრაჟიანი პაროდია, სადაც რკინის სამეფო ტახტისთვის სასტიკი და დამღლელი ბრძოლები მიმდინარეობს. მსუქანი მეფე – ჰოლივუდსა და ვაშინგტონში ე.წ. წმენდის ფესტივალის ჩატარებას გადაწყვეტს. მრავალრიცხოვანი მემკვიდრეები გულმოდგინედ ემზადებიან ახალი ფესტივალისთვის, რათა კონკურენტებს თავიანთი საუკეთესო თვისებები აჩვენონ და ძალაუფლებაზე გამოაცხადონ პრეტენზია. ისინი გამარჯვებაზე არიან ფოკუსირებულები. იმიტომ, რომ მათ სხვა პრობლემები არ აქვთ. დრაკონების ბოროტი დედა მის ცეცხლისმფრქვეველ ნაშიერებთან ერთად უკვალოდ უჩინარდება, ხოლო ცივ ზამთარზე მომაკვდინებელი ყინვით და თოვლით ამ სახემწიფოში არასოდეს არ სმენიათ, რადგან ამ მიწებზე კლიმატი მუდამ თბილი და მზიანია. მხოლოდ ერთი ადამიანი არ აპირებს მონაწილეობას სულელურ ფესტივალში. ბოროტი ჯუჯა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ზუსტად მან უნდა დაიკავოს რკინის ტახტი, რადგან ის დაბადებიდანვე მას ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, ის ცდილობს გმირებს ხელი შეუშალოს, რომელიც დაქირავებულ მკვლელებს უგზავნის და შეთქმულებებს აწყობს. ახალგაზრდა პრინცმა არ იცის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს სასტიკ კონკურენტებს, ამიტომ იგი თავის ერთგულ მეგობრებს შეკრებს. ისინი მას ძლევამოსილი დრაკონების დედის პოვნას და ტახტისთვის ბრძოლაში მის დახმარებაში დარწმუნებას ურჩევენ. მთავარი გმირი სახიფათო მოგზაურობაში მიდის, რათა იპოვოს გოგონა და მისი დახმარებით სამეფო კარის სისხლიანი თამაშები შეაჩეროს…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2014

იცეკვე აქედან!

ჟანრი: კომედიური / ფილმები ქართულად

რეჟისორი: ჯეიმს გრიფიტსი

როლებში: დერეკ ლი, კლიფ პროუზი, მაიკლ ჯილი, ჯეიოსონ ლი, გერი რედეკოპი

მშვენიერი უბროსის გულის მოსაგებად, ერთ ლოყებიან მამაკაცს მოუწევს მისი ნიჭის გამოვლენა და ცეცხლოვან ცეკვის კონკურში გამარჯვება. მაგრამ მას ჰყავს კონკურენტი, რომელიც უყოყმანოდ დაეშვება ძალიან ბინძურ ილეთებამდე…

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2019

მედეას ოჯახური დაკრძალვა

ჟანრი: კომედიური

რეჟისორი: ტაილერ პერი

როლებში: ტაილერ პერი, კასანდრა დევისი,პატრის ლოველი, მაიკ ტაისონი, ზეირა პაიტონი, ქჯეი სმიტი, კუინ უოლტერსი, აერიელ მირანდა, ვერმიტია ბრაუნი, ჯენ ჰარპერი

ბედნიერი ოჯახური გაერთიანება უეცრად მხიარულ კოშმარად გადაიქცევა, როდესაც მედეა და მისი ეკიპაჟი ჯორჯიაში გაემგზავრებიან, სადაც მათ მოულოდნელად დაკრძალვის ორგანიზება მოუწევთ, რომელიც გმირების ოჯახურ უსიამოვნო საიდუმლოებებს გამოვლენის საფრთხეს შეუქმნის…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

გლორია ბელი

ჟანრი: დრამა / კომედიური / melodrama | მელოდრამა

რეჟისორი: სებასტიან ლელიო

როლებში: შონ ესტინი, ჯულიანა მური, ჯინ ტრიპლჰორნი, ალანა იუბაკი, მაიკლ სერა, ჯონ ტურტურო, ჰოლანდ ტეილორი, ბრედ გერეტი, რიტა უილსონი, ტაისონ რიტერი

დრამატული ამბავი თავისუფლების მოყვარული ქალბატონის გლორია ბელის შესახებ, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარე მარტოხელებისთვის განკუთვნილ საცეკვავო კლუბებში სიყვარულს დაეძებს. ერთ დღეს იგი არნოლდის შეხვდება და მათ შორის იმედებით და იმედგაცრუებებით სავსე მგზნებარე რომანი გაღვივდება. ახლა გლორია ბედნიერია და ახალი ძალებით სავსე ხდება, მაგრამ მალე მას წარსული თავს ახსენებს…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2019

განათლება

ჟანრი: კომედიური

რეჟისორი: ოლივია უაილდი

როლებში: კიტლინ დივერი, სკაილერ გიზონდრო, ბილი ლურდი, ლიზა კუდროუ, მოლი გორდონი, ჯეისონ სუდეიკისი, ბინი ფელდშტეინი, უილ ფორტე, სტეფანი სტაილზი, დიანა სილვერსი

ძალიან მხიარული თინეიჯერული კომედია ახალგაზრდა გმირების, ემის და მოლის შესახებ, ორი სამაგალითო და წარმატებული უფროსკლასელები და საუკეთესო მეგობრები, რომლებიც სკოლის დამთავრების წინ, მოულოდნელად გააცნობიერებენ, რომ მთელი სასკოლო წლები მხოლოდ განათლებაში დახარჯეს, ხოლო სხვა დანარჩენში – მათ თანატოლებს ჩამორჩნენ, რომლებმაც “ნამდვილი ცხოვრება” ვერ ნახეს. გმირები თანატოლებთან ჩამორჩენის აღმოფხვრას და ოთხ წლიანი გართობის დანაკლისის შევსებას ერთ ღამეში გადაწყვეტენ. ისინი მთელი თინეიჯერული გართობის სპექტრის ათვისებას და გამოსაშვებ საღამოზე მეგობარი ბიჭების პოვნას ნებისმიერი საშვალებით გეგმავენ…

გახმოვანებულია რუსულად