წელი: ქართული

მგლის ქალიშვილი

ჟანრი: ბოევიკები / ტრილერი

რეჟისორი: დევიდ ჰეკლი

როლებში: ჯინა კარანო, რიჩარდ დრეიფუსი, ბრენდან ფერი, სიდელ ნოელი, ანტონ გილის-ადელმანი, ბროკ მორგანი, სტიუ მაკლინი, ჯოშუა მერდოკი, ჩად რაილი

ყოფილი ჯარისკაცი – კლერ ჰემილტონი იძულებულია ახლო აღმოსავლეთიდან სახლში დაბრუნდეს, როდესაც მისი მამის გარდაცვალების შესახებ გაიგებს, რომელიც მთელი ეს დრო მის ვაჟს უვლიდა. ჩასვლისთანავე ის აღმოაჩენს რომ, რომ ვიღაც მამამ და მისმა ხალხმა მისი ვაჟი გაიტაცეს. ბანდიტები ბავშვის სანაცვლოდ გამოსასყიდს ითოვენ და სასოწარკვეთილი დედა ბანდიტების პირობებს თანხმდება. შეხვდერისას აშკარა ხდება, რომ ბოროტმოქმედები ფულის წაღებას და მგლოვიარე დედის მოკვლას გეგმავენ, ასე რომ კლერი ერთ-ერთ მათგანს მოკლავს და მეორეს ტყვედ აიყვან, რათა ამ უკანასკნელმა ის მის ვაჟთან მიიყვანოს…

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2018

წარმოუდგენელი

ჟანრი: ბოევიკები / melodrama | მელოდრამა / ტრილერი / ფანტასტიკა

რეჟისორი: ვიკტორ დანელი

როლებში: კრისტოფერ ნურდენრუტი, ლიზა ჰენი, იესპერ ბარკსელიუსი, პია ჰალვორსენი, მაგნუს სანდბერგი, კრისტერ კერნი, კარინ ბერტლინგი, ულრიკა ბეკსტრომი, ალეკსეი მანველოვი, ინგვე დალბერგი

კაცობრიობას დაემუქრა საიდუმლო თავდასხმა, რომელისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია . განადგურდა სახლები, ხიდები და გზები. ადამიანები უცნობი საფრთხისგან თავშესაფარს ვერ პოულობენ. ჯარი უძლურია, ამიტომ მაცხოვრებლებს თავად მოუწევთ გადარჩენა…

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2019

მუმბაის სასტუმრო

ჟანრი: დრამა / ისტორიული / ტრილერი

რეჟისორი: ენტონი მარასი

როლებში: არმი ჰამერი, ჯეისონ აიზეკსი, ნაზანინ ბონიადი, დევ პატელი, ნატაშა ლიუ ბორდიცო, ამანდიპ სინგხუ, სუხაილ ნაიარი, მანოჯ მერა, დინეშ კუმარი, ამრიპტალ სინხი

ფილმი 2008 წლის ნოემბერში ინდოეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ მუმბაიში მომხდარი დამანგრეველი ტერორისტული თავდასხმების შესახებ ნამდვილ დრამატულ ამბავს მოგვითხრობს. ჩვეულებრივი ადამიანების საოცარი ამბავი, რომელიც უშიშრად წყვეტს ჩვენი დროის გლობალურ პრობლემებს. ყველა რასის, ფერის და რელიგიის ადამიანების ერთიანი ბრძოლა გადარჩენისთვის, რომელიც კაცობრიობის უმაღლეს იდეალებს – თანაგრძნობას, გამბედაობას, გამძლეობას და ცხოვრების უკომპრომისო სურვილს აღწერს. ტერორისტული თავდასხმების ტალღა მთელ ქალაქს ქაოსში მოაქცევს. თავშესაფარის მაძიებელი, სასოწარკვეთილი ბრბო ცნობილ სასტუმროს “ტაჯ-მაჰალ პალას” მიაწყდება, რომლებიც მის სტუმრებთან და პერსონალთან ერთად გადარჩენისთვის მრავლდღიანი გმირული ბრძოლის ხაფანგში მოხვდებიან, როდესაც მოულოდნელად, სასტუმროში ჯიჰადისტების ჯგუფი შეიჭრება და ცეცხლს გახსნის. სასტუმროს ერთგულ თანამშრომლებს შორის – ცნობილი შეფ-მზარეული ჰემანტ ობეროი და მიმტანი ბიჭი არჯუნი აღმოჩნდებიან, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, სასტუმროს სტუმრების დაცვას გადაწყვეტენ, და ასევე ახალგაზრდა წყვილი, რომლებსაც ჯოჯოხეთის გავლა მოუწევთ, რათა მათი ახალშობილი შვილი დაიცვან…

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2019

დატყვევებული სახემწიფო

ჟანრი: ტრილერი / ფანტასტიკა

რეჟისორი: რუპერტ უაიატი

როლებში: ჯონ გუდმანი, ვერა ფარმიგა,ეშტოსანდერსი, ჯონატან მეიჯერსი, კევინ დანი, ჯეიმს რენსონი, ალან რაკი, მადლენ ბრიუერი, მაშინ გან კელი, კევინ ჯ. ო კონორი

მოვლენები უცხოპლანეტელების მიერ მსოფლიოს ოკუპაციიდან 10 წლის გასვლის შემდეგ ჩიკაგოში ვითარდება, რომელიც ახალი ავტორიტეტული საზოგადოების მოდელი გახდება. სიუჟეტის ცენტრში არიან ადამიანები, რომლებიც მათი თანამოძმე ადამიანების საზიანოდ მტერს განზრახ შეეკვრებიან. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება არა ადამიანებსა და უცხოპლანეტელებს შორის ხდება, არამედ მათ შორის, ვინც უცხოპლანეტელებთან ადაპტირდა და ვინც წინააღმდეგობა გაბედა…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

კურსკი

ჟანრი: ბოევიკები / დრამა / ისტორიული / ტრილერი

რეჟისორი: ტომას ვინტერბერგი

როლებში: ლეა სეიდუ, კოლინ ფიორტი, მატიას შონარტსი, მიკაელ ნიუკვისტი, მაკს ფონ სიუდოვი, აუგუსტ დილი, სტივენ ვედინგტონი, მატიას შვაიგჰეფერი, პერნილა აუგუსტი, ზატკო ბურიჩი

2000 წელს მოხდარი დრამატული ამბავი, როდესაც წყალქვეშა სარაკეტო კრეისერი K-141 “კურსკი” ჩაიძირა. ამ კატასტროფაში 118 ადამიანი დაიღუპა. ისინი საბრძოლო მომზადების დავალებას ასრულებდნენ, რომელიც მიზნად ისახავდა მტრის ხომალდებზე ტორპედოს რაკეტების ტესტირებას. მთელი საშინელება იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ბირთვული წყალქვეშა ნავი გაურკვეველი მიზეზით ფსკერზე დაეშვება, ეკიპაჟი მაშინვე არ დაღუპულა. ბევრი ავარიას გადაურჩება და ბარენცის ზღვის ფსკერზე ხაფანგში აღმოჩნდება. მაშველების უიმედო მოლოდინში, მათი გადარჩენის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების უმრავლესობა დღემდე გრიფით საიდუმლოა. მოვლენები “კურსკის” ეკიპაჟის ირგვლი ვითარდება, რომლებიც სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდებიან. ასევე მათი ახლობლები, რომლებიც სასოწარკვეთილები ბრძოლობდნენ მათ გადასარჩენად…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

დამლაგებელი

ჟანრი: საშინელება / ტრილერი

რეჟისორი: ჯონ ნაუტცი

როლებში: ალეკსის კენდრა, სტელიო სავანტე, რეიჩელ ელიგი, ელიზაბეტ სენდი, მიკაილა სონი, ჯოენ მაკგრატი, კერი მარონი, რობერტ ჰიუ სტარი, კარლა ვინი, კიმ მარი კუპერი

ფსიქოლოგიური თრილერი წარუმატებელი სასიყვარულო რომანისგან გადაღლი მარტოხელა კოსმეტოლოგის ალისას შესახებ, რომელიც მისი თავაზიანი და კარჩაკეტილი ახალგაზრდა დამლაგებელის სახელად შეილის მეგობარი გახდება. შეილი ბავშვობაში მომხდარი ტრავმატული ინციდენტის შედეგად მძიმე დამწვრობას მიიღებს, რის შედეგადაც გოგონას მთელ სახეზე ნაწიბურები გაუჩნდება. მაგრამ მალე ალისა ხაფანგში აღმოჩნდება და შეილის ტყვე გახდება, და გაიგებს, რომ შეილის ნაჭიბურები გაცილებით უფტო ღრმაა, ვიდრე ის ამას ოდესმე წარმოიდგენდა…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

ქარი

ჟანრი: ვესტერნი / საშინელება / ტრილერი

რეჟისორი: ემა ტამი

როლებში: კეტლინ ჯერარდი, ეშლი ცუკერმანი, ჯულია გოლდან ტელესი, მაილს ანდერსონი, დალინ მაკთი

თრილერის მოქმედება 1800იანი წლების მიწურულს, ამერიკის დასავლეთი შტატების საზღვართან ვითარდება. კეთლინ ჟერარდი თამაშობს ქალს, რომელიც სიგიჟემდე მიდის ხელუხლებელი და გადაკარგული მიწების გადამკიდე.

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2019

შეშლილი ბებია

ჟანრი: ტრილერი

რეჟისორი: რებეკა მაკენდრი

როლებში: რობინ რაიკერი, ბრუკ ნიუტონი, მეთიუ ლოურენსი, მერი ო’ნილი, ჯეიკობ იანგი

ახალი მძაფრსიუჟეტიანი თრილერი მოგვითხრობს ბედნიერ ლამაზ გოგონაზე, სახელად სამანტა, რომელიც ცხოვრობს წყნარი ცხოვრებით თავის მზრუნველ და ძალიან წარმატებულ ქმართან ერთად…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2019

ასიმილაცია

ჟანრი: საშინელება / ტრილერი / ფანტასტიკა

რეჟისორი: ჯონ მარლოვსკი

როლებში: ჯოელ კორტლი, კელამ უორსი, ენდი მეტიჩაკი, კეტრინ მაკნამარა, კემ ჟიგანდე, მეისონ მაკნალტი, ტეი პარკსი, ვიტო ვისკუზო, ჯენიფერ პირს მატუსი, კევინ რემინგტონი

სამი საუკეთესო მეგობარი – ზაკი, რენდი და კაილი, რომლებიც მათი ქალაქის ქუჩებში ონლაინ-შოუს აკეთებენ, მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ ქალაქის მთელი მოსახლეობა უცნაურად იქცევა, თითქოს ადამიანები მათი ზუსტი ასლებით შეცვალეს. მალე გმირებს ცვლილებების მიზეზებთან ახლო გაცნობა მოუწევთ, როდესაც ნახავენ, რომ მათი მეზობლები ადამიანებს კლავენ და არამიწიერი-ბოროტი არსებებით ანაცვლებენ, შედეგად ისინი თავიანთი მსხვერპლის სრულყოფილი ასლები ხდებიან, რომლებიც აშკარად მთელი მსოფლიოს დაპყრობას აპირებენ. ახლა გმირების გადარჩენის ერთადერთი შანსი – დანარჩენი მსოფლიოს გაფრთხილების სასოწარკვეთილი მცდელობისას არამიწიერი არსებების შემოჭრის ფარულად დაფიქსირებაა…

გახმოვანებულია რუსული

წელი: 2019

ჩვენ

ჟანრი: საშინელება / ტრილერი

რეჟისორი: ჯორდან პილი

როლებში: ლუპიტა ნიონგო, უინსტონ დიუკი, ელიზაბეტ მოსი, ტიმ ჰაიდეკერი, შახადი რაიტ ჯოზეფი, ივენ ალეკსი, იაჰია აბდულ-მარინ II, ანნა დიოპი, კალი შელდონი, ნოელ შელდონი

სოციალური ჰორორი ფერადკანიანი მშობლების შესახებ, რომლებიც შვილებთან ერთად სანაპიროზე მდებარე სახლში წასვლას გადაწყვეტენ, სადაც ისინი ახლო მეგობრების კომპანიაში დასვენებას და გართობას აპირებენ. მაგრამ როგორც კი დაღამდება გმირების დასვენება კოშმარად გადაიქცევა, როდესაც მათ სახლში მოულოდნელად, რამდენიმე არასასურველი ბოროტი დაუპატიჟებელი სტუმარი მივა…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2019

გულების დედოფალი

ჟანრი: ტრილერი

რეჟისორი: მაი ელ-ტუკი

როლებში: ტრინე დიურჰოლმი, გუსტავ ლინდი, მაგნუს კრეპერი, ლივ ესმორ დანემანი, სილია ესმორ დანემარი, სტინე გიულდეკერნე, პრებენ კრისტენსენი, ფრედერიკე დალ ჰანსენი, ელა სოლგორი, კარლა ფილიპ როდერი

პროვოკაციული დრამა წარმატებული დანიელი იურისტის, ანას შესახებ, რომელიც მის მეუღლე-ექიმთან, პიტერთან და ორ თინეიჯერ-ქალიშვილთან ერთად ქალაქგარეთ მდებარე ლამაზ სახლში ბედნიერად ცხოვრობს. მაგრამ ანას იდეალური ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც წინა ქორწინებიდან პიტერის პრობლემური თინეიჯერი-ვაჟი, გუსტავი გამოჩნდება, რომელიც მასში რაღაც მიძინებულს გააღვიძებს. ნაცვლად იმისა, რომ გუსტავს დედობა გაუწიოს და ის სწორ გზაზე დააყენოს, ანა მის ცდუდებას გადაწყვეტს და მას თავის საყვარელს გახდის. დედასა და ვაჟს შორის რთული და ვნებიანი ურთიერთობა იწყება, რითაც მთავარი გმირი თავის კარიერას და ოჯახს საფრთხის ქვეშ დააყენებს. საბოლოოდ ანა იძულებულია სასიკვდილო შედეგების გამომწვევი შეუქცევადი გადაწყვეტილება მიიღოს…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2019

პროფესორი და შეშლილი

ჟანრი: ბოევიკები / დრამა / ტრილერი

რეჟისორი: ფარად საფინია

როლებში: მეკ გიბსონი, შონ პენი, ნატალი დორმერსი, ჯერემი ირვინი, ჯენიფერ ელი, სტივ კუგანი, სტივენ დილეინი, ედი მარსანი, იოან გრიფიტი, ლოურენს ფოკსი

ფილმში მოვლენები XIX საუკუნეში ვითარდება და ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის პირველი მრავალტომიანი გამოცემის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ინგლისური ლიტერატურის განვითარებისთვის ეპოქალური მოვლენა გახდება. ამ წარმოუდგენლად ამბიციური პროექტის განხორციელებას პოფესორი ჯეიმს მიურეი (მელ გიბსონი) დაიწყებს. პროცესში მთავარი გმირი ყოფილი სამხედრო ქირურგის უილიამ ჩესტერ მინორის (შონ პენი) სახით შეუცვლელ თანამოაზრეს შეიძენს, რომელიც სულიერად დაავადებულ დამნაშავეთათვის განკუთვნილ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, რომელმაც პროფესორს მრავალი წლის განმავლობაში დაახლოვებით 10,000 ჩანაწერი გაუგზავნა…

გახმოვანებულია ქართული

წელი: 2019

ერთხელ ლონდონში

ჟანრი: კრიმინალური / ტრილერი

რეჟისორი: საიმონ რამლი

როლებში: ჰოლი ერლი, დომინიკ კიტინგი, ჯოფ ბელი, ლეო გრეგორი, ჯემი ფორმენი, მაიკლ მაკელი, ენდი ბეკვიტი, დაგ ალენი, კეიტ ბრეიტუეიტი, ტერი სტოუნი

კრიმინალური დრამა 1930-იანი წლების ლონდონის ყველაზე ცნობილი განგსტერების – ბილი ჰილის და ჯეკ “სპოტ” კომერის და მათი კრიმინალური იმპერიის ეპიკური აღზევების და დაცემის შესახებ, რომლებიც ლონდონში ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი წამყვანი და დაუნდობელი კრიმინალები იყვნენ, რომელთა სასტიკი მართვეობა ათეულობით წელი გრძელდებოდა, რომელმაც საბოლოოდ ავად სახსენებელ განგსტერებს – ტყუპ-ძმებს კრეიებს და რიჩარსონებს გაუკვალა გზა…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2019

ძალადობრივი დაშორება

ჟანრი: კრიმინალური / ტრილერი

რეჟისორი: კევივ გეტცი, მაიკლ გეტცი

როლებში: ბრენტონ ტუეიტსი, ბენ რობსონი, ალისია დებნემ-კერი, კლერ ჰოლტი, ტედ ლევაინი, ფრანჩესკა ისტვუდი, ჯერალდ მაკრეინი, მაიკლ მალარკი, იზი გასპერჩი, პიტერ მაიკლ გეცი

მოვლენები 1983 წელს პატარა და წყნარ ქალაქში შერიფის ახალგაზრდა თანაშემწის, ნორმან იანგის გარშემო ვითარდება, რომელიც თავისი თავზეხელაღებული და მკვლელი ძმის, რეის გადასარჩენად იძულებულია მას ხელი დააფაროს. მაგრამ ნორმანსა და მოკლულის უმცროს დასს შორის მოულოდნელად გაჩენილი ვნებიანი რომანი ყველაფერს შეცვლის. როდესაც გამოძიება სიმართლეს მიუახლოვდება, გმირებს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევთ. საბოლოოდ ისინი ბარიკადების საპირისპირო მხარეს აღმოჩნდებიან…

გახმოვანებულია რუსულად

წელი: 2018

ჩვენ ყოველთვის სასახლეში ვცხოვრობდით

ჟანრი: დეტექტივი / დრამა / ტრილერი

რეჟისორი: სტეისი პასონი

როლებში: ტაისა ფარმიგა, ალეკსანდრა დადარიო, სტეფენ ხოგანი, სებასტიან სტენი, კრისპინ გლოვერი, პატრიკ ჯოზეფ ბერნსი, უნა კეროლი, პიტერ კუნანი, ჯოენ კროუფორდი, ბოსკო ხოგანი

მას შემდეგ, რაც მათი ოჯახის რამდენიმე წევრი დარიშხანით მოიწამლება და მოკვდება, ახალგაზრდა დები – მერიკეტი, კონსტანცია ბლექვუდები და მათი ავამდყოფი ბიძა ჯულიანი ადგილობრივი მტრული მოსახლეობისგან მოშორებით, ახალ-ინგლისში მდებარე ძველ სასახლეში იზოლირებულები ცხოვრობენ. წლების მანძილზე მერიკეტის მაგია ოჯახს ზიანისგან იცავდა, მაგრამ მათი ბიძაშვილის, ჩარლზის მოულოდნელი გამოჩენით, გმირების მშვიდობიანი არსებობა დაირღვევა, რომელიც ოჯახის ქონების მოპარვას აპირებს, რომლის სიცოცხლეს ბნელი საიდუმლო დაემუქრება, რომელსაც დები მალავენ…

გახმოვანებულია რუსულად